ქვემო ნიჩბისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
ქვემო ნიჩბისი
ქვემო ნიჩბისი.jpg
სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნიჩბისი
კოორდინატები 41°49′40″ ჩ. გ. 44°32′03″ ა. გ. / 41.82778° ჩ. გ. 44.53417° ა. გ. / 41.82778; 44.53417
ცენტრის სიმაღლე 710
მოსახლეობა 603[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ქვემო ნიჩბისი — საქართველო
ქვემო ნიჩბისი
ქვემო ნიჩბისი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქვემო ნიჩბისი

ქვემო ნიჩბისისოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში (ნიჩბისის თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი). მდებარეობს მდინარე ნიჩბისისწყლის ნაპირებზე, ნიჩბისის სერის ძირას, ზღვის დონიდან 710 , მცხეთიდან 18 კმ, ძეგვის რკინიგზის სადგურიდან 8 კმ. სოფელში გადის სასხორიდიდგორის საავტომობილო გზა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ქვემო ნიჩბისი ისტორიული ძეგლია, იგი სოფელ ნიჩბისის ნაწილი იყო. ნიჩბისი ახალი ნიჩბისის, ზემო ნიჩბისისა და ქვემო ნიჩბისის ძველი სახელწოდებაა. ისტორიული სოფელი ნიჩბისი ახლანდელი ქვემო ნიჩბისი უნდა იყოს. ქვემო ნიჩბისი ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. აქ არის მინის და ჭიქურის დასამზადებელი კვარცის ქვიშის საბადოები, ამიტომ მცხეთასთან, გორთან და მეჯვრისხევთან ერთად ნიჩბისი მეჭურჭლეობის განთქმული ცენტრი იყო. ნიჩბისი მოხსენიებულია გიორგი II-ის 1072 წლის სიგელში. მეფე გიორგი II-ს სოფელი შიომღვიმის მონასტრისათვის შეუწირავს. სოფელზე შეუვალობის სიგელი მონასტერს 1170 წელს განუახლეს. XVII საუკუნიდან, 1615 წელს მეფე ლუარსაბმა ნიჩბისი ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილების საგვარეულოს უბოძა. XVIII საუკუნეში სოფელი ლეკთა გამუდმებულმა შემოსევებმა გააჩანაგა. ამავე საუკუნის მიწურულისათვის სოფელში 7 კომლიღა ცხოვრობდა. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეთესლეობის ექსპერიმენტული მეურნეობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 432 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 638[2]
2014 603 Decrease2.svg

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლი დგას. მათ შორის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია; იოანე მახარობლის სახელობის დარბაზული ეკლესია. სამშენებლო წარწერის თანახმად ეს ეკლესია აგებულია ელიოზის ძეების მიერ. სოფელში დგას ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871 წელს. სოფლის განაპირას დგას IV საუკუნის დარბაზული ეკლესია „ღვთაება“, რომელსაც, ასევე, კიკოლიანთ საყდარად მოიხსენიებენ.

სოფლის სასაფლაოებზე მრავლადაა XX საუკუნის დასაწყისის საფლავის ქვები. სოფლის ცენტრში მოქმედებს 1933 წელს გაყვანილი წყარო, რომელიც წარწერის თანახმად გაყვანილია სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატის მიერ.

ციციშვილების ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციციშვილების ციხე

სოფლის ცენტრში დგას ციციშვილების ციხე-დარბაზი, რომელიც აშენებულია XVII საუკუნეში, 1615 წელზე გვიან. ციხის ტერიტორიაზე დგას კოშკი, აბანო. შემორჩენილია (სავარაუდოდ) ლაზარეთის, აფთიაქის, ეკლესიისა და სკოლის ნანგრევები.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის განაპირას დგას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ეკლესიას ჯვარ-გუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა გუმბათი არ ადგას. ლეგენდის თანახმად, ეკლესიის მშენებელი მცხეთის ეპისკოპოსმა მოაკვლევინა, რის გამოც ეკლესია დაუმთავრებელი დარჩა. ეკლესია აშენებულია XVI-XVII საუკუნეებში. ეკლესიის პერანგი XVIII საუკუნეს მიეკუთვნება. პერანგი მხოლოდ დასავლეთ ფასადზეა შემორჩენილი. ამავე ფასადზე გამოსახულია ჩუქურთმები.

სოფლიდან 10 კმ. დაშორებით მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლი ნატბეური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები