მუხრანის გმირთა ხსოვნის მემორიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუხრანის გმირთა ხსოვნის მემორიალი — არქეიტექტურული ძეგლი აღმართულია თბილისი-გორის საავტომობილო გზის 45-ე კილომეტრზე, მინდორში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის მისადგომებთან. ეძღვნება 1941-1945 წლებში, სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. გაიხსნა 1981 წელს. არქეიტექტორები შ. ბოსტანაშვილი, ვ. დავითაია; მოქანდაკეები ე. ბურძანაძე და რ. ლოზლოვსკი. არქიტექტურის მსოფლიო ბეინალზე „სოფია-1983“ მონუმენტის არქიტექტურისათვის ავტორებს მიენიჭათ ლაურეატის წოდება და ქ. პლევნის პრემია.

ოთხი მასიური, მეოთხედწრით დასრულებული პილონი, როგორც ოთხი ხელის მტევანი, იფარავს მათ შუა აღმართულ ორნამენტირებულ „სიცოცხლის ხეს“. ერთი სიმაღლის ხუთივე ელემენტი მოპირკეთებულია ეკლარის თეთრი ქვით და დაფუძნებულია რუხი ბაზალტის ფართო ბაქანზე. კომპოზიცია მრავალპლანიანია, თუმცა იკითება როგორც სიმეტრიული, შეკრული, გამჭოლი კუბური მოცულობა. ჩრდილოეთ-დასავლეთის, ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული ორი პილონი ქმნის შუქ-ჩრდილების დამატებით ეფექტს. „ინტერიერში“ მახვილი რაკურსებით, დეკორატიული ხერხებით შექმნილია ამაღლებული და საზეიმო განწყობა. პილონების კედლებზე ამოკვეთილია ომში დაღუპული და დაკარგული 300 მუხრნელის სახელი და გვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]