წოდორეთი
სოფელი | |||
---|---|---|---|
წოდორეთი | |||
![]() წოდორეთის ტბა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ლისი | ||
კოორდინატები | 41°45′38″ ჩ. გ. 44°39′19″ ა. გ. / 41.76056° ჩ. გ. 44.65528° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 900 მ | ||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
მოსახლეობა | 323[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
აზერბაიჯანელები (80,5 %) ქართველები (19,2 %) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
| |||
წოდორეთი — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის ქედზე, მდინარე წოდორეთისწყლის (დიღმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე.[2] თბილისიდან 7 კილომეტრში.
წოდორეთი კლიმატური კურორტია. ზამთარი რბილია, მცირეთოვლიანი, ზაფხული — თბილი, მშრალი. ნალექები 660 მმ წელიწადში. მცენარეულობიდან ჭარბობს ფოთლოვანი ტყე და ბუჩქები.[2]
დასახლებიდან დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს წოდორეთის ტბა, რომელიც თითქმის დამშრალია.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 323 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 322[2] |
2002 | 352[3] ![]() |
2014 | 323 ![]() |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირველად წოდორეთი 1625 წელს იხსენიება. ეს არის პერიოდი, როცა აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლ-კახეთში) სპარსეთი ბატონობდა და ქართველი ხალხი კი თავისუფლებისთვის იბრძოდა. წოდერეთი იხსენიება მაშინ, როდესაც სპარსელებმა თბილისი ააოხრეს და გაძარცვეს. ისტორიკოსის ცნობით თბილისიდან მიმავალ სპარსელებს გიორგი სააკაძე სოფელ წოდორეთთან დაწევია და მტრის ლაშქარი გაუნადგურებია.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 ენციკლოპედია „თბილისი“, 2002 წ., გვ. 969.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
|