შინაარსზე გადასვლა

ზაქარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზაქარო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი გალავანი
კოორდინატები 41°54′41″ ჩ. გ. 44°49′30″ ა. გ. / 41.91139° ჩ. გ. 44.82500° ა. გ. / 41.91139; 44.82500
ცენტრის სიმაღლე 760
მოსახლეობა 558[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზაქარო — საქართველო
ზაქარო
ზაქარო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზაქარო
ზაქარო — მცხეთის მუნიციპალიტეტი
ზაქარო

ზაქაროსოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში.[1]

ზაქარო მდებარეობს მდინარე თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 770 მ-ზე, მცხეთიდან 19 კმ დაშორებით.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ზაქარო კახეთის სამეფოს მემარცხენე ანუ „რუსთველის” სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. სოფელი ზაქარას სახელით იხსენიება კახეთის მეფის დავით II-ის (იმამყული-ხანის) 1722 წლის „ღმრთაების გუჯარში”, რომლის თანახმადაც მეფემ ზაქარო მძორეთთან, ბიწმენდთან და საგურამოსთან ერთად მარტყოფის სამწყსოს უბოძა. ვახუშტი ბატონიშვილი ზაქარას კახეთის სოფლებს შორის, გარდან-საგურამოს მხარეში მოიხსენიებს. XIX საუკუნიდან დამკვიდრდა სახელწოდება „ზაქარო“.

სოფლის აღმოსავლეთით, სოფელ გალავნისკენ მიმავალ საავტომობილო გზის პირას, დგას გვიანდელი შუა საუკუნეების კვირაცხოვლის ერთნავიანი ეკლესია; სოფლის ჩრდილო-დასავლეთით — VIII–IX საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია — შინდიანის ხატი, რომელშიც შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების მოხატულობის ნაშთი. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2–3 კმ-ზე, ყანებში კიდევ ერთი ერთნავიანი დაზიანებული ეკლესიაა — ცაცხვიანის ხატი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 558 ადამიანი.[1]

აღწერის წელიმოსახლეობა
2002697[2]
2014558
  1. 1 2 3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.