ნატახტარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
ნატახტარი
ქართ. ნატახტარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი მისაქციელი
კოორდინატები 41°55′10″ ჩ. გ. 44°43′38″ ა. გ. / 41.91944° ჩ. გ. 44.72722° ა. გ. / 41.91944; 44.72722
ცენტრის სიმაღლე 510
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1234[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98,7 %)
ოსები (0,3 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
ნატახტარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ნატახტარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
ნატახტარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ნატახტარი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)

ნატახტარისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისაქციელის თემში.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ნატახტარი ისტორიული ძეგლი მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს, საქართველოს სამხრეთ გზაზე, მცხერიდან 14 კილომეტრზე.

სოფლის ძველი სახელწოდებაა საფურცლე (ამ ადგილას გავრცელებული ყოფილა სააბრეშუმე თუთის ხის ჯიში). ისტორიულ წყაროებში II საუკუნიდან მოიხსენიება. II საუკუნეში ქართლის მეფე ამაზასპმა აქ დაამარცხა ალანთა ლაშქარი. გადმოცემით IV საუკუნეში ქართველთა განმანათლებელ ნინოს მცხეთის მოსახლეობასთან ერთად საფურცლელი მწყემსებიც მიეგებნენ. 1514 წელს კახეთის მეფემ გიორგი II-მ (ავგიორგი) საფურცლეში მოკლა მამამისი ალექსანდრე I. სოფელი სამუხრანბატონოს შექმნამდე სვეტიცხოვლის კუთვნილება იყო. XVII საუკუნის 20-იან წლებში ზურაბ არაგვის ერისთავმა ,,ხმლით აიღო“ სოფელი და სვეტიცხოველს დაუბრუნა. ნატახტარზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები: ე. წ. საქალაქო გზა-ახალგორი-ოძისი-ქსოვრისი-დამპალა-წილკანი-ნატახტარი-საქართველოს სამხრეთ გზა-თბილისი; მეორე -მეჯვრისხევი-საამილახვრო-ოკამი-თეზი-აღაიანი-მუხრანი-წეროვნის სანახები-ნატახტარი-საქართველოს სამხრეთ გზა-თბილისი. 1560 წელს თბილისის ციხეში მყოფმა ყიზილბაშებმა საფურცლესთან გამართულ ბრძოლაში შეიპყრეს სიმონ I-ის ერთგული ბაგრატ მუხრანბატონის შვილი არჩილი. 1630 წელს თეიმურაზ II-მ საფურცლეში პურობაზე მიიწვია ზურაბ არაგვის ერისთავი და მოაკვლევინა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1234 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1191[2]
2014 1234 Increase2.svg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები