ზემო ნიჩბისი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო ნიჩბისი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ნიჩბისი |
| კოორდინატები | 41°49′22″ ჩ. გ. 44°31′03″ ა. გ. / 41.82278° ჩ. გ. 44.51750° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
| მოსახლეობა | 208[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % უკრაინელები 1,0 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზემო ნიჩბისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულში (მცხეთა-მთიანეთის მხარე).[1]
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. ნიჩბისისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 900 მ-ზე, მცხეთიდან 23 კმ-ში, ძეგვიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კმ-ში.
თანამედროვე ზემო ნიჩბისი ისტორიული სოფლის — ნიჩბისის ნაწილია. სოფლის მახლობლად, ჩრდილოეთით, ტყეში დგას შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია „უმზეური“. სოფლის სამხრეთით 2 კმ-ზე, ერთსაფეხურიან ბაქანზე აღმართულია ვანთების IX–X საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა. სოფლის ტერიტორიაზე არის ასევე გვიანი შუა საუკუნეების წმ. მარინეს დარბაზული ეკლესია და წმ. გიორგის სალოცავი. ზემო ნიჩბისის განაპირას, სოფელ დიდგორისკენ მიმავალი გზაზე აღმოჩენილია ადრეული შუასაუკუნეების სამაროვანი, სოფლის ჩრდილოეთით, ადგილ ფეიქრიანთ სათიბში — ფეოდალური ხანის კიდევ ერთი სამაროვანი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 208 ადამიანი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 2002 | 237[2] |
| 2014 | 208 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 348.
- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 287–288.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
| ||||||||||