შოტლანდიის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შოტლანდიის სამეფო
Kinrick o Scotland
გაერთიანდა ინგლისთან
843–1 მაისი 1707
დროშა გერბი
ევროპა XIII საუკუნეში. შოტლანდიის სამეფო ნაჩვენებია მწვანედ, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოები ნაცრისფრად
დედაქალაქი ედინბურგი
ენები ირლანდიური შოტლანდიური ინგლისური ფრანგული
ლათინური
რელიგია კათოლიციზმი პროტესტანტიზმი
პოლიტიკური სტრუქტურა გაერთიანდა ინგლისთან
ისტორია
 -  შეიქმნა 843
 -  გაუქმდა 1 მაისი 1707
ფართობი
 -  1482 - 1707 78,778 კმ² (30,416 მლ²)
მოსახლეობა
 -  1482 - 1707 წელი 1,250,000 
სიმჭიდროვე 15.9 /კმ²  (41.1 /მლ²)
ვალუტა შოტლანდიური კრონა

შოტლანდიის სამეფო (შოტლანდიურად: Kinrick o Scotland) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, მდებარეობდა კუნძულ ბრიტანეთის ჩრდილოეთში. დაარსდა 843 წელს, 1707 წელს გაერთიანდა მეზობელ ინგლისის სამეფოსთან და შეიქმნა დიდი ბრიტანეთის სამეფო. შოტლანდიის სამეფოს ესაზღვრებოდა მხოლოდ ერთი სახელმწიფო, ინგლისის სამეფო. შოტლანდიის სამეფო გაუთავებლად განიცდიდა ზეწოლას მეზობელი სახელმწიფოსაგან, როგორც რელიგიური ისე პოლიტიკური კუთხით. 1603 წელს შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI ხდება ინგლისისა და ირლანდიის მეფე, აქედან მოყოლებული ამ სამ სახელმწიფოს საერთო მონარქი ჰყავდათ, თუმცა ყოველმა მათგანმა შეინარჩუნდა დამოუკიდებლობა. 1707 წლის 1 მაისს დედოფალმა ანა I-მა შოტლანდია და ინგლისი გააერთიანა და შექმნა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. შოტლანდიის სამეფოს უკანასკნელი ტერიტორიული ცვლილება 1482 წელს მოხდა, მას შემდეგ მისი ფართობი არც გაზრდილა და არც შემცირებულა. შოტლანდიის სამეფო ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანე ესაზღვრებოდა, სამხრეთიდან ინგლისი, ხოლო დასავლეთიდან ირლანდიის ზღვა.

შოტლანდიაში სამეფო გვირგვინი, ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. შოტლანდიის მონარქს თითქმის არასდროს ჰქონია აბსოლუტური ხელისუფლება, თუმცა ამის მცდელობა არაერთხელ ყოფილა. სახელმწიფო საქმეებს ძირითადად არა მონარქი, არამედ დიდებულთა საბჭო განაგებდა, სადაც შეყვანილნი იყვნენ შოტლანდიაში ყველაზე მდიდარი და გავლენიანი დიდგვაროვნები. მალე ამ საბჭოს პარლამენტი ეწოდა და ქვეყნის მართვის სადავეები თითქმის მთლიანად აიღეს ხელში. პარლამენტი აკონტროლებდა საგანმანათლებლო ორგანოებს, გადასახადებს, საგარეო და საშინაო პოლიტიკასაც კი თუმცა, ისევე როგორც ინგლისში იყო, თუ შოტლანდიის მონარქი არ დაადასტურებდა პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას, მაშინ მას ძალა არ ჰქონდა. მაგრამ მაინც, მთავარი როლი მონარქს ჰქონდა. შოტლანდიის ბედი დამოკიდებული იყო სწორედ მონარქებზე და მათ შვილებზე, სადაურ მეუღლეს აირჩევდნენ ისინი, ასევე მონარქთა განკარგულებაში იყო შოტლანდიის არმია და საზღვაო ფლოტი.

შოტლანდიის სამეფოში პირველი კანონთა კრებული გამოსცა მეფე ჯეიმზ IV-მ, რათა აღმოეფხვრა ქვეყანაში გავრცელებული კრიმინალი და ახალი რელიგიები. ასევე ჯეიმზ IV-მ შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც შოტლანდიის დიდებულთა საბჭო ყოველდღიურად უნდა გამართულიყო ჰოლირუდის სასახლეში, ხოლო ვინც არ გამოცხადდებოდა ის დიდძალ თანხას გადაიხდიდა. 1532 წელს დაარსდა იურისტთა კოლეჯი, რომელიც მომავალი დიპლომატებისა და იურისტების პროფესიონალიზმს უფრო აამაღლებდნენ. დევიდ I შოტლანდიის ისტორიაში პირველი მეფე იყო, რომელმაც თავის გამოსახულებიანი მონეტა მოაჭრევინა, ამის შემდეგ ეს ტრადიციად იქცა და ყველა მონარქი თავის გამოსახულებიან მონეტას უშვებდა. 1300 წლამდე შოტლანდიურ მონეტებზე მხოლოდ შოტლანდიური წარწერები გვხვდება, თუმცა 1300 წლიდან უკვე ვაწყდებით ინგლისურ და ფრანგულ წარწერებიან მონეტებს, რაც ქვეყანაში ინგლისისა და საფრანგეთის გავლენის ზრდაზე მიუთითებს. 1603 წელს ჯეიმზ VI-მ ვალუტა შეცვალა და შოტლანდიური კრონის ნაცვლად ინგლისური ფუნტი გახდა შოტლანდიის ეროვნული ვალუტა. 1704 წელს კი შოტლანდიის სახელმწიფო ბანკმა მთლიანად ამოიღო ხმარებიდან შოტლანდიური კრონა და მთლიანად ინგლისურ ვალუტაზე გადაეწყო.

შოტლანდიის სამეფოს ფართობი ინგლისის სამეფოს ნახევარია, თუმცა მისი სანაპირო ზოლი ინგლისისაზე ბევრად უფრო გრძელია. გეოგრაფიულად შოტლანდია დაყოფილია სამ ნაწილად — შოტლანდიის მთიანეთი, კუნძულოვანი და შოტლანდიის დაბლობი. სხვა მაღალმთიანი ქვეყნების მსგავსად, შოტლანდიის სამეფოც ნესტიანი და მკაცრი ბუნებრივი პირობებით ხასიათდება, ხოლო შოტლანდიის მოსახლეობა ძირითადად ზღვისპირას ან დაბლობში ცხოვრობს. მისმა მოსახლეობამ 1690 წელს მილიონ ნახევარს მიაღწია. თუმცა როგორც პატარა და ღარიბი ქვეყანა, ისიც მოქცეული იყო სხვადასხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ, ამიტომაც შოტლანდიის სამეფოში უამრავი ენა იყო გავრცელებული, როგორიცაა ირლანდიური, გელური, შოტლანდიური, ინგლისური, ფრანგული და ლათინური. XVI საუკუნეში შოტლანდიის ეკლესიამ დიდი ცვლილებები განიცადა. შოტლანდიაში მოხდა რეფორმაცია, რომლიც ინიციატორიც ჯონ ნოქსი იყო, მისი წყალობით შოტლანდია კათოლიკურიდან პროტესტანტულ რელიგიაზე გადავიდა. შოტლანდიის უკანასკნელი კათოლიკე მონარქი მარია I იყო. რეფორმაციის დროს შოტლანდია ორად იყო გახლეჩილი, საშინლად იდევნებოდნენ პროტესტანტები, მოხდა არაერთი შეტაკება და სისხლისმღვრელი დაპირისპირება კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის. თუმცა საბოლოოდ კათოლიკეები დანებდნენ და შოტლანდია პროტესტანტული სამეფო გახდა, რაღა თქმა უნდა, ამან დიდი წვლილი შეიტანა სამომავლოდ შოტლანდიისა და ინგლისის გაერთიანებაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alcock, L., Kings and Warriors, Craftsmen and Priests in Northern Britain AD 550–850 (Edinburgh: Society of Antiquaries of Scotland), ISBN 0-903903-24-5.
  • Anderson, A. O., Early Sources of Scottish History, A.D. 500 to 1286 (General Books LLC, 2010), vol. i, ISBN 1152215728.
  • Anderson, R., "The history of Scottish Education pre-1980", in T. G. K. Bryce and W. M. Humes, eds, Scottish Education: Post-Devolution (Edinburgh: Edinburgh University Press, 2nd edn., 2003), ISBN 0-7486-1625-X.
  • Andrea, T., The Princelie Majestie: The Court of James V of Scotland 1528–1542 (Edinburgh: Birlinn, 2005), ISBN 085976611X.
  • Anon., World and Its Peoples (London: Marshall Cavendish), ISBN 0761478833.
  • Barratt, J., Cavalier Generals: King Charles I and his Commanders in the English Civil War, 1642–46 (Pen & Sword Military, 2004), ISBN 184415128X.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]