მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი
Lancelet Volders - Portrait of Maria Louise, princess of Hessen-Kassel.JPG
ორანის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 26 აპრილი, 1709
მმართ. დასასრული: 14 ივლისი, 1711
წინამორბედი: მერი ინგლისელი
მემკვიდრე: ანა ბრიტანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 თებერვალი, 1688
გარდ. თარიღი: 9 აპრილი, 1765, (77 წლის)
მეუღლე: იოჰან ვილემ ფრისო, ორანის პრინცი
შვილები: ამალია, ბადენ-დურლახის პრინცესა
ვილემ IV, ორანის პრინცი
მამა: კარლ I, ჰესენ-კასელის ლანდგრაფი
დედა: მარია ამალია კურლანდიელი
რელიგია: ლუთერანიზმი

მარია ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი (გერმ. Marie Luise von Hessen-Kassel, ნიდერლ. Maria Luise van Hessen-Kassel; დ. 7 თებერვალი, 1688 — გ. 9 აპრილი, 1765) — ჰესენ-კასელის ლანდგრაფ კარლ I-ის ქალიშვილი. ორანის პრინცესა 1709-1711 წლებში როგორც იოჰან ვილემ ფრისოს მეუღლე. პრინცი ვილემ IV-ის დედა და მისი რეგენტი 1711-1730 წლებში. თავისი შვილიშვილის, პრინცი ვილემ V-ის რეგენტი 1759-1765 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ლუიზა დაიბადა 1688 წლის 7 თებერვალს კასელში. იგი იყო ჰესენ-კასელის ლანდგრაფ კარლ I-ისა და მისი ცოლის, მარია ამალია კურლანდიელის ქალიშვილი. 1702 წელს მარია ლუიზა დანიშნეს ორანის პრინც იოჰან ვილემ ფრისოზე, რომელზეც 1709 წლის 26 აპრილს დაქორწინდა, რითაც იგი ორანის პრინცესა გახდა.

მათი ქორწინება მეტად ხანმოკლე, თუმცა ნაყოფიერი აღმოჩნდა. 1711 წელს იოჰან ვილემ ფრისო 24 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე მათი მცირეწლოვანი ვაჟი, პრინცი ვილემ IV ავიდა, რომელსაც რეგენტად მარია ლუიზა დაენიშნა. თავისი რეგენტობის პერიოდშიმან აღადგინა ორანის პრინცების საგვარეულო სასახლეები და ააგო საგვარეულო მავზოლეუმიც. სამეფო სასახლის მიდამოებში დიდებული ბაღები გააშენა, რისთვისაც კასელიდან ჩამოიყვანა მებაღეები.

1730 წელს მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდა და რეგენტობა ჩამოერთვა. 1734 წელს მარია ლუიზამ თავისი ვაჟი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ის უფროს ასულზე, პრინცესა ანაზე დააქორწინა.

ვილემ IV 1751 წელს გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ვილემ V-მ დაიკავა, რომელსაც რეგენტად დედამისი, ანა ბრიტანელი დაენიშნა. 1759 წელს, რძლის გარდაცვალების შემდეგ მარია ლუიზა მეორედ გახდა რეგენტი, თუმცა ამჯერად თავისი შვილიშვილის. მეორე რეგენტობისას იგი ხალხში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ გენერალურ შტატებთან მემკვიდრეობის თაობაზე მცირე უთანხმოება მაინც ჰქონდა. მარია ლუიზა რეგენტის სტატუსს სიცოცხლის ბოლომდე ფლობდა. იგი გარდაიცვალა 1765 წლის 9 აპრილს, 77 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანა შარლოტა ამალია (1710-1777), ცოლად გაჰყვა ბადენ-დურლახის მთავარ ფრიდრიხს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ვილემ IV (1711-1751), ორანის პრინცი 1711-1751 წლებში. ცოლად შეირთო დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის ასული ანა, რომელთანაც შეეძინა შვილები;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Baker-Smith, Veronica P. M. (1995). A Life of Anne of Hanover, Princess Royal. Brill Academic Publishers. ISBN 90-04-10198-5.
  • Rowen, Herbert H. (1990). The Princes of Orange: The Stadholders in the Dutch Republic. Cambridge University Press. ISBN 0-521-39653-0.
  • van Eijnatten, Joris (2003). Liberty and concord in the United Provinces: religious toleration and the public in the eighteenth-century Netherlands. Leiden: Brill. ISBN 978-9004128439.
  • van Loon, Hendrik Willem (1913). The fall of the Dutch republic. Boston and New York: Houghton Mifflin Company.