ჟუნინიო პერნამბუკანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუნინიო პერნამბუკანო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
აუგუსტო რიბეირო რეიეს ჟუნიორი
დაბადების
თარიღი
30 იანვარი, 1975 (1975-01-30) (49 წლის)
დაბადების
ადგილი
რესიფი, ბრაზილია
სიმაღლე 1.78[1]
ახალგაზრდული კარიერა
1991–1992 სპორტ რესიფი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–2001 სპორტ რესიფი 24 (3)
1995–2001 ვასკო და გამა 191 (37)
2001–2009 ოლიმპიკ ლიონი 250 (75)
2009–2011 ალ-ღარაფა 40 (15)
2011–2012 ვასკო და გამა 76 (19)
2013 ნიუ-იორკ რედ ბულზი 13 (0)
2013 ვასკო და გამა 22 (2)
სულ 505 (134)
ეროვნული ნაკრები
1999–2006 ბრაზილია[2] 40 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

აუგუსტო რიბეირო რეიეს ჟუნიორი (პორტ. Antônio Augusto Ribeiro Reis Júnior; დ. 30 იანვარი, 1975, რესიფი, ბრაზილია), უფრო მეტად ცნობილია როგორც ჟუნინიო (პორტ. Juninho) ან ჟუნინიო პერნამბუკანო (პორტ. Juninho Pernambucano) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად იკავებს ლიონის „ოლლიმპიკის“ სპორტული დირექტორის თანამდებობას. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იგი მიჩნეულია საჯარიმო დარტყმების ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად. მის მიერ საჯარიმოდან გატანილი 75 გოლი დღემდე რჩება აბსოლუტურ რეკორდად ფეხბურთის ისტორიაში.[3][4][5]

ჟუნინიომ პროფესიული კარიერა 1993 წელს, ბრაზილიურ კლუბ „სპორტ რესიფში“ დაიწყო. ორი წლის შემდეგ შუერთდა კლუბ „ვასკო და გამას“, სადაც ჩაატარა ასამდე მატჩი და ოთხი შიდა და ორი საერთაშორისო ტურნირის მოგება შეძლო. 2001 წელს გადავიდა ლიონის „ოლლიმპიკში“. 8 წლის განმავლობაში ჟუნინიო კლუბთან ერთად შვიდჯერ გახდა საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონატის გამარჯვებული.[6] 2009 წელს დატოვა „ლიონი“ და კატარულ კლუბ „ალ-ღარაფას“ შეუერთდა. 2011-2012 წლებში კვლავ „ვასკო და გამაში“ ასპარეზობდა. 2013 წელს თამაშობდა ამერიკულ კლუბ „ნიუ-იორკ რედ ბულზში“, ხოლო იმავე წელს ჟუნინიომ, მას შემდეგ, რაც მესამედ გადავიდა „ვასკო და გამაში“, საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მისი დებიუტი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1999 წელს. საერთო ჯამში ჩაატარა 40 მატჩი და გაიტანა 6 გოლი. 2005 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად დაეფულა ფიფა-ს კონფედერაციის თასს. იგი, აგრეთვე მონაწილეობდა 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში.

2013-2018 წლებში ჟინინიო იყო ბრაზილიის ტელეარხ Rede Globo-ს ფეხბურთის კომენტატორი.[7]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო

სპორტ რესიფი[8]

ვასკო და გამა[9]

ლიონი[9]

ალ-ღარაფა[9]

  • კატარის ლიგა: 2009–10
  • კატარის თასი: 2009
  • კატარის პრინცის სახელობის თასი (2): 2010, 2011
სანაკრებო

ბრაზილია[8][9]

ინდივიდუალური
  • ჟურნალ „Placar“-ის ვერცხლის ბურთი: 2000[10]
  • UNFP-ის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (3): თებერვალი, 2005, მარტი, 2005, ოქტომბერი, 2006
  • UNFP-ის ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2005–06[11]
  • UNFP-ის ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრების წევრი (3): 2003–04, 2004–05, 2005–06[11]
  • ESM-ის სიმბოლური ნაკრების წევრი (2): 2005–06, 2006–07
  • კატარის ფეხბურთის ასოციაციის წლის ფეხბურთელი: 2010[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Juninho Portuguese. PSBI BIAK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი, 2011. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2011.
  2. Appearances for Brazil National Team. RSSSF. ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2010.
  3. From Ligue 1 to superstardom: Juninho Pernambucano. Goal.com (5 თებერვალი, 2017). ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2017.
  4. Rodier, Philippe. (23 ივლისი, 2015) Qui Est le Meilleur Tireur de Coups-Francs de L’histoire? french. Onze Mondial. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2016.
  5. Atkins, Christopher. (27 მარტი, 2013) Why Juninho Pernambucano Is the Greatest Free-Kick Taker of All Time. Bleacher Report. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2019.
  6. R.B. (25 მაისი, 2009) Juninho... ses chiffres lyonnais french. Olympique Lyonnais. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 April 2015. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2010.
  7. Comentarista da Globo, Juninho Pernambucano "corneta" prêmio da ESPN portuguese. UOL Esporte (8 დეკემბერი, 2014).
  8. 8.0 8.1 Juninho: a cool head and a hot shot. FIFA.com (23 თებერვალი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი, 2018.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 „Juninho Pernambucano – PRIZE LIST“. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  10. „Bola de Prata Placar 2000“ (portuguese). Veja. 7 აგვისტო, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-08. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  11. 11.0 11.1 „Red Bulls sign Juninho“. ციტირების თარიღი: 20 January 2018.
  12. „NY Red Bulls sign Juninho Pernambucano, former Brazilian international and free kick specialist“. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)