რობინიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობინიო
Robinho061115-2.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი რობსონ დე სოუზა
დაბადების
თარიღი
25 იანვარი, 1984 (1984-01-25) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-ვისენტი
სან-პაულუს შტატი
ბრაზილია
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1996–2002 სანტოსი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2005 სანტოსი 108 (47)
2005–2008 რეალ მადრიდი 101 (25)
2008–2010 მანჩესტერ სიტი 41 (14)
2010   სანტოსი 2 (0)
2010–2015 მილანი 108 (25)
2014–2015   სანტოსი 20 (6)
2015 გუანჩჟოუ ევერგრანდი 10 (3)
2016–2017 ატლეტიკო მინეირო 60 (19)
2018– სივასპორი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
2003– ბრაზილია 100 (29)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

რობსონ დე სოუზა, მეტსახელად რობინიო (პორტ. Robson de Souza; დ. 25 იანვარი, 1984, სან-ვისენტი, სან-პაულუს შტატი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თურქულ კლუბ „სივასპორის“[1] და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა ბრაზილიურ კლუბ „სანტოსთან“ 2002 წელს, თვრამეტი წლის ასაკში. რობინიოს თამაშმა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქცია და ახალგაზრდა ბრაზილიელი 2005 წელს აღმოჩნდა მადრიდის „რეალში“. 2008 წლის 1 სექტემბერს იგი გადავიდა „მანჩესტერ სიტიში“ 42.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ (32.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი), ხოლო 2010 წელს 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა „მილანთან“.[2][3] მილანიდან წასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს თამაშობდა „გუანჩჟოუ ევერგრანდსა“ და „ატლეტიკო მინეიროში“. 2018 წლიდან ასპარეზობს თურქულ კლუბ „სივასპორში“.

2017 წლის ნოემბერში იტალიის სასამართლომ რობინიოს 22 წლის ალბანელ ქალზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Player Profile. ESPN Soccernet. წაკითხვის თარიღი: 28 მაისი, 2012.
  2. Official: Mi Manda Pele“, A.C. Milan official website, 31 აგვისტო, 2010. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 სექტემბერი, 2010. 
  3. AC Milan complete deal for Robinho“, 31 აგვისტო, 2010. წაკითხვის თარიღი: 31 აგვისტო, 2010. 
  4. Italian court sentences Robinho to nine years in jail for rape“, The Guardian, 23 November 2017. წაკითხვის თარიღი: 23 November 2017.