ლესბოსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sappho and Erinna in a Garden at Mytilene.jpg

ლესბოსელობა — ქალური ჰომოსექსუალურობა. ჰომოსექსუალ ქალს ლესბოსელს უწოდებენ. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულ კუნძულ ლესბოსის სახელწოდებიდან, სადაც დაიბადა პოეტი საფო. მისი ლექსები ეძღვნებოდა ქალთა შორის ერთსქესიან სიყვარულს თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, საფოს ურთიერთობა მამაკაცებთანაც ჰქონდა. არსებობს მონაცემები სპარტაში გავრცელებული ლესბოსური ურთიერთობების შესახებ. პლუტარქე აღნიშნავდა, რომ „მათ მიერ სიყვარულს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ გოგონები იქცევიან კეთილშობილი ოჯახების ქალბატონების ეროტიულ პარტნიორებად“.[1] ცნება ლესბოსელი დამკვიდრდა მე-20 საუკუნეში. ისტორიიდან ცნობილია, რომ ქალებს არ ჰქონდათ ისეთივე თავისუფალი ურთიერთობები როგორც ჰომოსექსუალ მამაკაცებს, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მათი დასჯა ისე არ ხდებოდა სხვადასხვა სოციუმებში, როგორც ჰომოსექსუალი მამაკაცების. ლესბოსური ურთიერთობები ითვლებოდა არაჯანსაღ ურთიერთობებად. მე-19 საუკუნეში სექსოლოგებმა დაიწყეს ჰომოსექსუალობის ქცევისა და გამოხატვის შესწავლა და მასზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო იგი გამოაცხადეს გონებრივ ავადმყოფობად. ლესბოსელ ადამიანებს უხდებოდათ თავიანთი ურთიერთობების დამალვა. მეორე მსოფლიო ომის დროს სოციალურმა რეპრესიებმა, მთავრობის მიერ ჰომოსექსუალი ადამიანების დასჯამ გამოიწვია გარკვეული ქსელის შექმნა, სადაც ქალები ერთმანეთის ინფორმირებას ახდენდნენ სხვადასხვა თემის გარშემო. ეკონომიკის განვითარებამ და სოციალურმა თავისუფლებამ თანდათანობით საწყისი ჩაუყარა ჰომოსექსუალ წყვილებს შორის ურთიერთობებს. ქალთა ჰომოსექსუალობის სიხშირე მერყეობს 1-დან 3%-მდე. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს პროცენტი ძალზედ შემცირებულია, რადგან კაცისგან განსხვავებით, ლესბოსელი ქალისთვის შედარებით ადვილია დამალოს თავისი სექსუალური ორიენტაცია. ის შეიძლება გათხოვდეს და ბავშვიც გააჩინოს, რათა საზოგადოების თვალში საკუთარი თავის რეაბილიტაცია უზრუნველყოს, რაც გეი კაცს უფრო გაუჭირდება. ხშირად არაჰეტეროსექსუალი ქალები ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ,ქმნიან ოჯახს. მათ შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ ორივე პარტნიორისგან (ის ბისექსუალია) ან კაცი მათთვის უსიამოვნო იყოს და ორგაზმს მხოლოდ ლესბოსური სიყვარულით განიცდნენ. როდესაც მე-19 საუკუნის მიწურულს, სექსოლოგებმა ჰომესექსუალური ქცევის კატეგორიზაცია და აღწერა დაიწყეს, ამ საკითხში ცოდნის ნაკლებობის გამო, ისინი ლესბოსელებს შეცდომით ფსიქიკურად დაავადებულებად თვლიდნენ, რაც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე შეიცვალა. ამ გამოყოფის შედეგად, ქალები, რომლებსაც ჰომოსექსუალური ურთერთობა ჰქონდათ, ან მალავდნენ თავიანთ პირად ცხოვრებას ან ეგუებოდნენ საზოგადოებისგან გარიყულის იარლიყს და ქმნიდნენ იმ სუბკულტურებს, რომლებიც განვითარდა აშშ-სა და ევროპაში. მე-20 საუკუნეში ფემინიზმის მეორე ტალღის, ქალთა ისტორიაში სტიპენდიებისა და სექსუალობის შესახებ ინფორმაციის ზრდასთან ერთად, „ლესბოსელის“ განსაზღვრება გაფართოვდა, რამაც დებატები გამოიწვია სექსუალური სურვილის, როგორც ლესბოსელის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორის გარშემო.

მედიაში ლესბოსელების გაზრდილი რეპრეზენტაცია გვიჩვენებს, რომ საზოგადოება ერთდროულად დაინტრიგებული და გაოცებული იყო იმ ქალებით, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ გენდერულ როლებს და რომლებიც რომანტიულად ინტერესებოდნენ სხვა ქალებით. ქალები, რომლებმაც თვით-იდენტიფიცირება მოახდინეს, როგორც ლესბოსელებმა, იმ გამოცდილებას იზიარებენ, რაც ქმნის მსოფლმხედველობას, რომელიც მსგავსია ეთნიკური იდენტობისა: მსგავსად ჰომოსექსუალებისა, მათაც ჰეტეროსექსუალების მხრიდან დისკრიმინაცია აერთიანებთ და ასევე მათი ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და გარშემომყოფებისგან პოტენციური უარყოფის საფრთხე, რაც ჰომოფობიის შედეგია თუმცა როგორც ქალებს, მათ მამაკაცებისგან განსხვავებული პრობლემებიც ექმნებათ. ლესბოსელებს შესაძლოა შეექმნათ საკმაოდ სერიოზული საფრთხე ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც დისკრიმინაციის, ცრურწმენის და უმცირესობებთან დაკავშირებული სტრესის შედეგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

↑ National Lesbian & Gay Journalists Association: Stylebook Supplement on LGBT Terminology, NLGJA 2008. Stylebook Supplement ↑ Shankle, Michael D. (2006). The Handbook of Lesbian, Gay, Bisexual, and Transgender Public Health: A Practitioner's Guide To Service. Haworth Press. ISBN 1-56023-496-2.

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ლესბოსელი