* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 აპრილი, 2016 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 ივნისი, 2018
ხედირას დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში 2009 წლის 5 სექტემბერს ჰქონდა, ამხანაგურ შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების ბევრ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა, ამის გამო სამის ხშირად უწევდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში თამაში. მუნდიალზე, მან 7 შეხვედრა ჩაატარა (ბასტიან შვაინშტაიგერის ნაცვლად, რომელიც ნახევარდაცვაში თამაშობდა). მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მისი ნაკრები ურუგვაის ნაკრებს ხვდებოდა. მან მეტოქის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დააკავებინა.