შინაარსზე გადასვლა

რომან ვაიდენფელერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომან ვაიდენფელერი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რომან ვაიდენფელერი[1]
დაბადების
თარიღი
6 აგვისტო, 1980 (1980-08-06) (45 წლის)
დაბადების
ადგილი
დიცი, დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია
სიმაღლე 188
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1985–1996 შპორტფროინდე აისბახტელი
1996–1998 კაიზერსლაუტერნი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2002 კაიზერსლაუტერნი II 74 (0)
1999–2002 კაიზერსლაუტერნი 6 (0)
2002–2005 ბორუსია დორტმუნდი II 13 (0)
2002–2018 ბორუსია დორტმუნდი 349 (0)
სულ 419 (0)
ეროვნული ნაკრები
1997 გერმანია 17 წლ. 6 (0)
1999–2001 გერმანია 21 წლ. 3 (0)
2005 გერმანია B 1 (0)
2013–2015 გერმანია 5 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რომან ვაიდენფელერი (გერმ. Roman Weidenfeller; გერმანული წარმოთქმა: [ʁɔˈmaːn ˈvaɪ̯dənˌfɛlɐ]; დ. 6 აგვისტო, 1980) — გერმანელი ყოფილი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „ბორუსია დორტმუნდის“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში შედგა ინგლისთან ამხანაგურ მატჩში.

ახალგაზრდული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომან ვაიდენფელერმა ფეხბურთის თამაში დაიწყო კლუბ „შპორტფროინდე აისბახტელში“. მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 1997 წელს, 1997 წლის მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ.

1998 წელს ვაიდენფელერი გადავიდა „კაიზერსლაუტერნში“, სადაც ორ სეზონში ითამაშა 40 მატჩში. შემდეგ გადაიყვანეს პირველ გუნდში, სადაც ორ სეზონში ითამაშა 6 მატჩში.

ვაიდენფელერი თამაშობს „ბორუსია დორტმუნდში“ 2010 წელს
ვაიდენფელერი 2010 წელს

ვაიდენფელერი 2002 წელს გადავიდა „ბორუსია დორტმუნდში“, როგორც თავისუფალი აგენტი,[2] როგორც იენს ლემანის პოტენციური შემცვლელი, რომელიც 2003 წელს გადავიდა ლონდონის „არსენალში“. „კაიზერსლაუტერნში“ ვაიდენფელერს არ ეძლეოდა თამაშის საშუალება, ის იყო ძირითადად გეორგ კოჩის შემცვლელი.[3] მისი დებიუტი დორტმუნდის კლუბში შედგა 2003 წლის 17 დეკემბერს მისი ყოფილი კლუბის, „კაიზერსლაუტერნის“ წინააღმდეგ 1-0 წაგებულ მატჩში.

2005 წელს ვაიდენფელერმა დაიზიანა მარცხენა ფეხის მენისკი და დასჭირდა ოპერაციის გაკეთება.[4]

2007-2008 წლების სეზონის დასაწყისში ვაიდენფელერს მისცეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და დააკისრეს 10 000 ევროს გადახდა შალკე 04-ის თავდამსხმელის, ჯერალდ ასამოას მიმართ რასისტული გამოხდომის გამო.[5] ასამოამ უჩივლა ვაიდენფელერს 2007 წლის 18 აგვისტოს მატჩის შემდეგ, სადაც მოხდა ინციდენტი 51-ე წუთზე.[6] ვაიდენფელერს შესთავაზეს ასამოასთვის ბოდიშის მოხდა, მაგრამ მან უარი თქვა განცხადების გაკეთებაზე.[5]

ვაიდენფელერმა „ბორუსიასთან“ ერთად მოიგო ბუნდესლიგა 2011 წელს. 2012 წელს „ბორუსიამ“ შეასრულა „დუბლი“ — მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი.

2013 წლის 6 მაისს ვაიდენფელერმა გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე.[7]

2013 წლის 27 ივლისს ვაიდენფელერმა კლუბთან ერთად მოიგო გერმანიის სუპერთასი მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩში (ანგარიშით 4-2).[8]

2013 წლის ნოემბერში ვაიდენფელერი გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში იტალიასთან და ინგლისთან გასამართი ამხანაგური მატჩების წინ. მან მონაწილეობა მიიღო ინგლისთან გამართულ მატჩში უემბლის სტადიონზე, 2013 წლის 28 ნოემბერს, რის შედეგადაც ის გახდა გერმანიის ნაკრების ყველა დროის ასაკით ყველაზე დიდი დებიუტანტი.

გერმანიის დროშა ბორუსია დორტმუნდი
გერმანიის დროშა გერმანია

კარიერის სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განახლდა: 2013 წლის 1 სექტემბერს.[9]
კლუბი ჩემპიონატი თასი საერთაშორისო ჯამში
სეზონიკლუბიჩემპიონატი მატჩიგოლი მატჩიგოლი მატჩიგოლი მატჩიგოლი
გერმანია ჩემპიონატი თასი[nb 1] ევროტურნირები[nb 2] ჯამში
2000–01კაიზერსლაუტერნიბუნდესლიგა 30001040
2001–02 30000030
2002–03ბორუსია დორტმუნდი 1100000110
2003–04 1700040210
2004–05 2600000260
2005–06 2400000240
2006–07 3400000340
2007–08 1400000140
2008–09 3203000350
2009–10 3003000330
2010–11 3302080430
2011–12 3204060420
2012–13 31050130490
2013–14 1600050210
ჯამში გერმანია 30601703703600
ჯამში კარიერაში 30601703703600
  1. შეიცავს სუპერთასსაც
  2. შიცავს ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. R. Weidenfeller. Soccerway. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 7 December 2013.
  2. Roman Weidenfeller. Sky Sports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 20 August 2008.
  3. BVB win Weidenfeller chase. Sky Sports. ციტირების თარიღი: 20 August 2008.
  4. Keeper blow for BvB. Sky Sports. ციტირების თარიღი: 20 August 2008.
  5. 1 2 Dortmund keeper handed ban. Sky Sports (23 August 2007). ციტირების თარიღი: 20 August 2008.
  6. Weidenfeller faces DFB rap. Sky Sports (20 August 2007). ციტირების თარიღი: 20 August 2008.
  7. „Dortmund's Weidenfeller signs contract extension“. UEFA.com. 6 May 2013. ციტირების თარიღი: 17 June 2013.
  8. Dortmund prevail over Bayern in Supercup thriller.
  9. Roman Weidenfeller. Soccerway. Global Sports Media. ციტირების თარიღი: 28 September 2011.