კნუდ I დიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კნუდ დიდი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კნუდ დიდი

კნუდ დიდი (დან. Knud 2. den Store, ინგლ. Canute I the Great, ნორვ. Knud den mektige) (დ. დაახლ. 995 — გ. 12 ნოემბერი, 1035, შეფტსბერი) — დანიის მეფე 1018 წლიდან, ინგლისისისა 1016 წლიდან და ნორვეგიის 1028 წლიდან. დანიის მეფის სვენ I წვერფიწალას ძე. მამასთან ერთად მონაწილეობდა ინგლისის დაპყრობაში (1013 წლიდან), სადაც გამეფდა ინგლისის ედმუნდ რკინისგვერდიანის სიკვდილის შემდეგ.

X ს-ის მიწურულს იწყება დანიელთა ახალი შემოსევები. ამ დროს დანიისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს მეფე კნუდ დიდი იყო(995-1035). იგი ინგლისის მეფე 1016 წელს გახდა და სატახტო ქალაქად ლონდონი არჩია. მოსახლეობას კნუდმა დიდი გადასახადები დააკისრა. მან ინგლისი დანიის მსგავსად ოთხ რეგიონად დაყო: უესექსად, მერსიად, აღმოსავლეთ ინგლისად და ნოურთუმბრიად. ამგვარად მან საფუძველი ჩაუყარა ინგლისის ტერიტორიულ მოწყობას. მის დროს დაიწყო ფულის რეგულარური ჭრა. კნუდის გარდაცვალები შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა შინაომები, ძარცვა და მკვლელობები ჩვეულებრივ საქმედ აქციეს, რის გამოც მისი სახელმწიფო მალე დაიშალა ინგლისში კვლავ უესექსელი მეფეები გაბატონდნენ. ნელ-ნელა მიმდინარეობდა დანიელებისა და ანგლო-საქსების დაახლოება. დანიელები გაქრისტიანდნენ,ხოლო ენითა კულტურით ისინი დიდად არ განსხვავდებოდნედ ერთმანეთისაგან,რადგან ორივენი გერმანულ-სკანდინვიური სამყაროდან იყვნენ გამოსული.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Hudson, B. T. (1992). „Cnut and the Scottish Kings“. The English Historical Review 107: გვ. 350–60. 
  • Lawson, M. K. (2005). Cnut (d. 1035). Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press.
  • Mack, Katharine (1984). „Changing Thegns: Cnut's Conquest and the English Aristocracy“. Albion 16.4: გვ. 375–87. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]