შინაარსზე გადასვლა

ხეთაგუროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ხეთაგუროვი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°12′43″ ჩ. გ. 43°53′37″ ა. გ. / 42.21194° ჩ. გ. 43.89361° ა. გ. / 42.21194; 43.89361
ადრეული სახელები წუნარი
ცენტრის სიმაღლე 929 მეტრი
მოსახლეობა 863 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3 და UTC+04:00
საავტომობილო კოდი RSO
ხეთაგუროვი — საქართველო
ხეთაგუროვი
ხეთაგუროვი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ხეთაგუროვი
ხეთაგუროვი — ქურთის მუნიციპალიტეტი
ხეთაგუროვი

ხეთაგუროვი (1940 წლამდე წუნარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ბაგატა, გალუანთა, თიბილაანი, კროზა, კუსირეთი, ტბეთი, ქვასათალი, ღრუბელა, ხოდი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ტილიანისა (აღმოსავლეთის ფრონეს აუზი) და კეხვის არხის ნაპირას. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ცხინვალიდან 7 კილომეტრი.[2]

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

სოფლის ძველი სახელია წუნარი. იგი შიდა ქართლის ერთ-ერთი ისტორიული სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: „ამ ჴევს (ჭოლიბურს) ზეით ერთვის ამ წყალს ჴევი წუნარისა. წუნარს არს ეკლესია გუმბათიანი, აწ უქმი“. აქედან ივარაუდება, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში აქ მოსახლეობა აღარ ყოფილა.[3] მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[4]

1921 წელს წუნარის თემის 30 სოფელი მიეკუთვნა სამხრეთ ოსეთის რევკომს. 1940 წელს ეწოდა ხეთაგუროვი. 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე ფაქტოდ აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ცხინვალის რაიონში, მოსახლეობა 863 ადამიანი (2015).[5]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას XIV საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია. შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ აქ მიაკვლია გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორას.[6]

  • გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.