დვანის მეოთხე ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვანის ნასოფლარი.

დვანის მეოთხე ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ადგილ ბელაანთკარში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შეინიშნება რიყის და ნატეხი ქვით ნაგენ შენობათა საძირკვლის ნაშთები. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლისა და ქვევრების ნამტვრევები. ნასოფლარი დაცულია მიწის ჰუმუსოვანი საფრის ქვეშ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]