დვანის მეექვსე ნასოფლარი
დვანის მეექვსე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ადგილ საკვირიკეში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შეინიშნება ორიოდე ნასახლარი. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნუცუბიძე .ა, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 366-367.