კიმერიელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლხეთის, ასურეთის და ურარტუს დაპყრობები კიმერიელთა მიერ

კიმერიელები (ძვ-ბერძნ. Κιμμέριοι) — ინდო-ევროპული ტომები, რომლებიც სახლობდნენ კავკასიის ჩრდილოეთით ძვ. წ. 1300 წლიდან[1]. მათ ძვ.წ. VIII საუკუნის ბოლოს დაიპყრეს კოლხეთი.

კიმერიელები იყვნენ ინდო-ირანული და თრაკიული წარმოშობის. მოგვიანებით მათზეუამრავი ლეგენდა შეითხზა . ჰეროდოტე ფიქრობდა, რომ კიმერიელები მჭიდრო კავშირში იყვნენ თრაკიელებთან, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე სახლობდნენ, ხოლო ძვ.წ. VII საუკუნეში ისინი სხვა ტომებმა გამოაძევეს. ზოგიერთი მკვლევარი კიმერიელებს ძველ კელტებთან და გერმანელებთან აკავშირებს. მაგრამ მათ უფრო ხშირად სკვითებთან ერთად მოიხსენიებენ.

პირველი ისტორიული ჩანაწერები კიმერიელთა შესახებ ჩნდება ასურულ წყაროებში, ძვ. წ. 714 წელს, როდესაც ისინი დაეხმარნენ სარგონ II-ის ჯარს ურარტუს სამეფოს დაპყრობაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gordon, Bruce. Regnal Chronologies. წაკითხვის თარიღი: 8 May 2013.