ტრადიცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დღესასწაულის აღნიშვნა ყველაზე გავრცელებული ტრადიციაა

ტრადიცია (ლათ. traditio) — ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული წარმოდგენები, რიტუალები, ადათები, წეს-ჩვეულებები, ყოფაქცევის ნორმები. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის (ერის, სუბეთნიკური ჯგუფის, ერთი ქალაქის მოსახლეობის, ოჯახის) შიგნით ან თაობაში. მსგავსი ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ კულტურას. ტრადიციის მაგალითია ადამიანთან მოპყრობის ან მისალმების განსხვავებული ფორმები სხვადასხვა საზოგადოებაში, ეს ტრადიციები ინსტიქტებისაგან განსხვავებით თანდაყოლილი არაა. ტრადიციებს მიაკუთვნებენ ასევე სამუშაო იარაღების გამოყენების წესებსა და ენას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]