ალიარ ალიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალიარ ალიევი
Əliyar Əliyev (milli qəhrəman).jpg
მშობ. სახელი Əliyar Əliyev
დაბ. თარიღი 14 დეკემბერი 1957
ყაზიანი, გუბადლი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 3 ოქტომბერი, 1992 (34 წლის)
ლაჩინი, აზერბაიჯანი
გარდ. მიზეზი მოკლული
დაკრძალულია გუბადლი, აზერბაიჯანი
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ქვეშევრდომობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
შვილ(ებ)ი ემინ ალიევი
იუსიფ ალიევი
ფერვანე ალიევა
მშობლები მამა: იუსიფ ალიევი
დედა: ფერი ალიევა
ჯილდოები
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
ბრძოლები ყარაბაღის ომი

ალიარ იუსიფის ძე ალიევი (აზერ. Əliyar Yusif oğlu Əliyev; დ. 14 დეკემბერი, 1957, ყაზიანი, გუბადლი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 3 ოქტომბერი, 1992, ლაჩინი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი სამხედრო მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული გმირი, ყარაბაღის ომის მონაწილე.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალიარ ალიევი, 1957 წლის 14 დეკემბერს, გუბადლის რაიონის სოფელ ყაზიანში დაიბადა.[1] 1979 წელს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი წარჩინებულის დიპლომით დამთავრების შემდეგ, გუბადლის სოფელ დონდარლის სკოლაში სპორტის მასწავლებლად მუშაობდა.[1][2]

სამხედრო სამსახურის შემდეგ, სარანსკის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას, როგორც პროფესიონალ მასწავლებლად იწვევს სამუშაოდ, სადაც ალიევი ორი წელი ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობს. მამამისის გარდაცვალების შემდეგ, ალიარი უკან ყაზიანში ბრუნდება და სოფლის სკოლის მასწავლებელი ხდება, ხოლო მოგვიანებით, რაიონის სპორტის საზოგადოების მწვრთნელად ინიშნება. 1985 წლიდან, ამავე საზოგადოების თავმჯდომარე ხდება.

ყარაბაღის ომში ჩართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღის ომის დაწყებისას, ალიარი ნებაყოფლობით უერთდება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რიგებს. ომში მხოლოდ მებრძოლი კაცივით არ გამოირჩევა, არამედ, როგორც სამხედრო საქმის ორგანიზატორივითაც აჩენს თავს. თავდაპირველად ინიშნება სადაზვერვო ნაწილს მეთაურად, ხოლო შემდეგ, ჯგუფ „ტაბორის“ მეთაურის მოადგილედ ინიშნება.

1988 წლიდან, სომეხი ბოევიკები აქტიურად იწყებენ გუბადლის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებას. ზუსტად ამ დროს, ალიევი აყალიბებს კონტრტერორისტულ დაჯგუფებას „ტაბორს“. 1992 წლიდან, ხელმძღვანელობს ბრძოლებს ლაჩინის მიმართულებით.[3]

ხოჯალის გენოციდის შემდეგ, ალიარ ალიევი თავის მებრძოლებთან ერთად, თავს ესხმის სომხეთის ქალაქ გორისს, სადაც 336 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, სომხეთში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.[4]

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი ბოლო ბრძოლა ალიევმა 1992 წლის 3 ოქტომბერს გამართა, როდესაც სტრატეგიული სიმაღლის აღებას ცდილობდა. დაკრძალულია გუბადლის რაიონში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ნარიმანოვის რაიონში ერთ-ერთი ქუჩა მისი სახელობისაა. სუმგაითში მისი სახელობის სპორტული ცენტრია გახსნილი.[5]

1992 წლის 10 ნოემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, მას აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Milli Qəhrəmanlarımız gənclər üçün örnəkdir. www.anl.az. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 iyun 2016. წაკითხვის თარიღი: 29 iyun 2016.
  2. “Əliyarın adı gələndə erməni döyüşçülərinin canına vəlvələ düşürdü”. www.zaman.az. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 iyun 2016. წაკითხვის თარიღი: 29 iyun 2016.
  3. Qubadlı döyüşlərinə könüllü gedən ilk idmançı – Milli Qəhrəman Əliyar Əliyev. www.aznews.az. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 iyun 2016. წაკითხვის თარიღი: 29 iyun 2016.
  4. Şəhid Milli Qəhrəmanımızın doğum günüdür. www.bizimyol.info. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 iyun 2016. წაკითხვის თარიღი: 29 iyun 2016.
  5. Qubadlı rayonunun Ermənistan tərəfindən işğalının 21-ci ildönümü ilə əlaqədar anma tədbiri keçirildi. www.anl.az. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 iyun 2016. წაკითხვის თარიღი: 29 iyun 2016.
  6. Azərbaycanın Milli Qəhrəmanları. anl.az. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 iyun 2016. წაკითხვის თარიღი: 29 iyun 2016.