შინაარსზე გადასვლა

წმინდა ნიკოლოზის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ნიკოლოზის ორდენი

ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
ტიპიორდენი
სტატუსიგაიცემა
სტატისტიკა
დაწესების თარიღი31 ივლისი, 2009
რიგითობა
მაღალი ჯილდობრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
დაბალი ჯილდოოქროს საწმისის ორდენი

წმინდა ნიკოლოზის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო; ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან პირები ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.[1] ორდენი ბერძენი წარმოშობის ეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა. დამტკიცებულია 2009 წლის 31 ივლისის საქართველოს პარლამენტის № 1553 დადგენილებით.

წმინდა ნიკოლოზის ორდენი ოქროს ვარსკვლავია. წმინდა ნიკოლოზის ორდენი და მისი ესკიზი დამზადებულია ლიეტუვის ზარაფხანაში.[2]

ორდენის ავერსი — დიდ ვარსკვლავში დომინირებს შინდისფერი მინანქარი, ბოლოები არის ოქროსფერი, ფონად გამოყენებულია მწვანე, ასევე ოქროსფერი მინანქარი. ცენტრში რელიეფურად (ამოწეული) გამოსახულია წმინდა ნიკოლოზი, გარშემო თეთრი მინანქარია გამოყენებული და არის წაწერა: „წმინდა ნიკოლოზი“, რომლის კანტიც დამუშავებულია ორნამენტით. ვარსკვლავი ოქროს ყუნწით მოძრავად უკავშირდება სამაგრის რგოლს. ოქროს რგოლი ხისტად არის დაკავშირებული სამაგრთან. სამაგრის რგოლი ოქროსფერია.[2]

ორდენის რევერსი — ცენტრში ოქროსფერ ფონზე რელიეფურად (ამოწეული) გამოსახულია საქართველოს გერბი. ორდენის ბაფთა არის წითელი და თეთრი.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]