შინაარსზე გადასვლა

ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვერსალის ხელშეკრულება)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვერსალის საზავო ხელშეკრულება.
ვერსალის ხელშეკრულების ინგლისური ვერსია
The Signing of the Peace Treaty of Versailles

ვერსალის ხელშეკრულება — 1919 წელს მიღებული სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ოფიციალურად დაასრულა 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომი. ხელი მოეწერა ვერსალში (საფრანგეთი) 1919 წლის 28 ივნისს აშშ-ის, ბრიტანეთის იმპერიის, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიის მიერ, მათ ასევე შეუერთდნენ ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, კუბა, ეკვადორი, საბერძნეთი, გვატემალა, ჰაიტი, ჰიჯაზი, ჰონდურასი, ლიბერია, ნიკარაგუა, პანამა, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთ-ხორვატია-სლოვენიის სახელმწიფო, სიამი, ჩეხოსლოვაკია და ურუგვაი, ერთი მხრივ, და კაპიტულირებული გერმანია, მეორე მხრივ. ხელშეკრულების პირობები შემუშავდა (ხანგრძლივი საიდუმლო თათბირის შემდეგ) პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე 1919-20 წლებში. შეთანხმება ძალაში შევიდა 1920 წლის 10 იანვარს, გერმანიისა და ოთხი მთავარი მოკავშირე ზესახელმწიფოს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]