რეზოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეზოლუცია (ლათ. resolutio - გადაწყვეტილება) — კოლეგიური ორგანოს სხდომაზე (კონფერენციაზე, სესიაზე, კრებაზე) ამა თუ იმ საკითხის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.[1]

კონსტიტუციურ წესდებაში რეზოლუცია ეწოდება აქტს, რომელსაც პარლამენტი იღებს. რეზოლუციის განხილვა განსხვავდება კანონპროექტის განხილვისაგან.

რეზოლუცია ასევე ეწოდება თანამდებობის პირის მიერ შედგენილ წერილობით დასკვნას ან განკარგულებას, წარწერილს საქმიან ქაღალდზე ან დოკუმენტზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქსე: ტ. 8, გვ. 339, თბ., „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი“, 1984