ნიკოლოზ რომანოვი (უმცროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ რომანოვი (უმცროსი)

დიდი მთავარი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი (უმცროსი) (რუს. Николай Николаевич (Младший); დ. 18 (6) ნოემბერი1856, სანკტ-პეტერბურგი — გ. 5 იანვარი, 1929, ანტიბი, საფრანგეთი) — დიდი მთავრის ნინკოლოზ ნიკოლოზის ძისა (უფროსის) და ალექსანდრა პეტრეს ასულის პირველი ვაჟი, ნიკოლოზ I-ის შვილიშვილი; გენერალ-ადიუტანტი (14 ნოემბერი, 1894), კავალერიის გენერალი (6 დეკემბერი, 1900).

პირველ მსოფლიო ომის დასაწყისში (1914-1915) და 1917 წლის მარტის დღეებში იყო სახმელეთო და საზღვაო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი; კავკასიის მეფისნაცვალი (1915-1917).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოღვაწეობა კავკასიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა მეფისნაცვლად კავკასიაში. 1917 წლის 27 თებერვალს ბათუმში გაემგზავრა[1]. 2 მარტს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ მეფისნაცვლის სასახლეში მოიწვია ადგილობრივი გაზეთების რედაქტორ-გამომცემელნი, სადაც მან პრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ ქვეყანაში არეული ვითარების დასაწყნარებლად და კავკასიის ფრონტზე წარმატებული კამპანიის საწარმოებლად საჭირო იყო რეგიონში ნაკლები ვნებათარელვა[2]. 7 მარტს რუსეთის მხედრობათა მთავარსარდლად დანიშნული ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე, თავის ძმასთან პეტრე ნიკოლოზის ძესთან და სხვა პირებთან ერთად პეტროგრადში გაემგზავრა[3].

1917 წლის 11 (24) მარტს რუსეთის დროებითი მთავრობის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარემ ლვოვმა, ნიკოლოზ რომანოვს აუწყა, რომ ის უმაღლეს მთავარსარდლობიდან იქნა გადაყენებული ნიკოლოზ II-ის გადადგომასთან ერთად[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]