შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ბარიატინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ბარიატინსკი

დაბადების თარიღი 14 მაისი, 1815(1815-05-14)
დაბადების ადგილი კურსკის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 9 მარტი, 1879(1879-03-09) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
ჯარის სახეობა რუსეთის იმპერიის არმია
წოდება general field marshal
მეთაურობდა Q4206605?, Caucasus Grenadier Division, 20th Infantry Division, ცალკეული კავკასიის კორპუსი და კავკასიის სამეფისნაცვლო
ბრძოლები/ომები კავკასიის ომი, კრაკოვის აჯანყება (1846) და ყირიმის ომი
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, Knight Grand Cross of the Military Order of William, Order of St. George, 2nd class, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Order of Saint Stephen of Hungary, Order of Leopold, შავი არწივის ორდენი, წითელი არწივის ორდენი, Order of Saint John (Bailiwick of Brandenburg), Order of the Crown, Order of Fidelity, ცერინგერის ლომის ორდენი, სამოქალაქო დამსახურების ორდენი, თეთრი შავარდენის ორდენი, Order of Ludwig I, ვილჰელმის სამხედრო ორდენი, მუხის გვირგვინის ორდენი და Order of the Lion and the Sun First class

ალექსანდრე ბარიატინსკი (დ. 1815 — გ. 25 თებერვალი, 1879, ჟენევა) — თავადი, რუსი ფელდმარშალი (1859), გენერალ-ადიუტანტი.

1835 წლიდან იყო კავკასიის ომების აქტიური მონაწილე. 1836-1845 წლენში ირიცხებოდა რუსეთის ტახტის მემკვიდრის ამალაში. შემდეგ კვლავ მსახურობდა კავკასიაში, მონაწილეობდა მთიელებთან ბრძოლაში; 1848 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ყირიმის ომის დროს იყო კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი (1853-1854). 1856 წლის 22 ივლისიდან 1863 წლამდე იყო კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი. ხელმძღვანელობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ჩახშობას. შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვით მთიელთა დასახლებების დროდადრო დალაშქვრის ნაცვლად თანდათანობით უნდა დაეპყროთ მათი მიწა-წყალი და მტკიცედ დამკვიდრებულიყვნენ ამ ტერიტორიაზე. სტრატეგიული რკალის საბოლოო შეკვრით გატეხა შამილის წინააღმდეგობა და აულ ღუნიბში 1859 წლის 25 აგვისტოს დაატყვევა. 1857 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოში საგლეხო რეფორმის მოსამზადებელ სამუშაოებს. 1862 წელს, სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. გამოდიოდა დ. მილიუტინის სამხედრო რეფორმის წინააღმდეგ.

წინამორბედი:
ნიკოლოზ მურავიოვი
საქართველოს მმართველი
კავკასიის მეფისნაცვალი

1856-1863
შემდეგი:
მიხეილ რომანოვი