ნოვოჩერკასკი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნოვოჩერკასკი Новочеркасск | |||||
ისტორიის მუზეუმი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | როსტოვის ოლქი | ||||
კოორდინატები | 47°26′09″ ჩ. გ. 40°05′55″ ა. გ. / 47.43583° ჩ. გ. 40.09861° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1805 | ||||
ფართობი | 100 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 100 მ | ||||
მოსახლეობა | 169 ათ. კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 8635 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3464xx | ||||
ოფიციალური საიტი | novochgrad.ru | ||||
| |||||
ნოვოჩერკასკი (რუს. Новочеркасск) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. განლაგებულია მაღალ ბორცვზე, მდინარეების ტუზლოვისა და აქსაის მარჯვენა ნაპირებზე. რკინიგზის სადგური. 1944-1963 წლებში ნოვოჩერკასკი იყო ნოვოჩერკასკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 169 ათ. ადამიანი (2010 წ.).[1] ქალაქის ფართობი უდრის 10 ათ. ჰა-ს. მოქცეულია ზომიერ-კონტინენტურ კლიმატურ ზონაში. ზამთარი, როგორც წესი რბილია. ყველაზე ცივი პერიოდია იანვრის ბოლო და თებერვლის დასაწყისი. ზაფხული ცხელია.
ქალაქი დაარსდა 1805 წელს, მას შემდეგ რაც დონის კაზაკების ცენტრი ჩერკასკიდან აქ გადმოიტანეს. 1942 წლის 24 ივლისიდან 1943 წლის 13 თებერვლამდე ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა ჯარების მიერ. როსტოვის ოლქის დიდი სამრეწველო ცენტრია. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ელექტროენერგეტიკა, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა და სხვ. ბევრია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ქალაქშია მუზეუმი, თეატრი, კინო და სხვა.
1864 წელს ნოვოჩერკასკის მახლობლად აღმოაჩინეს განძი (I-II სს.).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 466.