ივანე პასკევიჩი
ივანე თედორეს ძე პასკევიჩი (რუს. Иван Фёдорович Паскевич; დ. 19 მაისი [ ძვ. სტ. 8 მაისი], 1782, პოლტავა — გ. 1 თებერვალი [ ძვ. სტ. 20 იანვარი], 1856, ვარშავა), წარმოშობით უკრაინელი, რუსეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1829), გენერალ-ადიუტანტი (1825). რუსეთ-ოსმალეთის ომის (1806–1812), საფრანგეთ-რუსეთის ომის (1812), მეექვსე კოალიციის ომის (1813–1814) და პარიზის ბრძოლის (1814) მონაწილე. გამარჯვებებისთვის ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა 1828 წელს და ვარშავის პრინცის — 1831 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1825 წელს მეთაურობდა კორპუსს. იყო დეკაბრისტების საქმის უმაღლესი სასამართლოს წევრი. 1826 წელს ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გახდა, 1827 წლის 28 მარტს დაინიშნა კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად (რუს. главнокомандующий отдельным Кавказским корпусом). რუსეთ-ირანის 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების დროს კავკასიის ჯარების მთავარსარდალი იყო. 1827 წლის 6 ნოემბერს მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა აბას-მირზასთან. ხელმძღვანელობდა პოლონეთის 1830-1831 წლების აჯანყების ჩახშობას, რის შემდეგაც პოლონეთის სამეფოს მეფისნაცვლად დაინიშნა. ატარებდა ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკაციის კურსს. უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის ჩახშობის დროს სარდლობდა რუსეთის არმიას. ყირიმის ომში (1853-1856) დასავლეთ საზღვრებზე მოქმედი ჯარებისა და დუნაის არმიის (1853-1854) მთავარსარდალი იყო.
სამხედრო წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვარდიის პორუჩიკი (05.10.1800)
- გვარდიის შტაბს-კაპიტანი (29.03.1806)
- გვარდიის კაპიტანი (14.02.1808)
- პოლკოვნიკი (09.06.1809)
- გენერალ-მაიორი (25.11.1810)
- გენერალ-ლეიტენანტი (08.10.1813)
- ინფანტერიის გენერალი (22.08.1826)
- გენერალ-ფელდმარშალი (22.09.1829)
რუსეთის იმპერიის ორდენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი (16.03.1807)
- წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი (29.06.1810)
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი (07.07.1810)
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ბრილიანტებით (07.08.1810)
- წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი (30.01.1811)
- წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (მინიჭებული 26.08.1812, რესკრიპტით დადასტურებული 11.10.1817)
- წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი (მინიჭებული 12.12.1812, რესკრიპტით დადასტურებული 17.10.1819)
- წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენის ბრილიანტის სამკერდე ნიშნები (27.09.1813)
- წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი (03.05.1814)
- წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის ბრილიანტის სამკერდე ნიშნები (11.15.1818)
- წმინდა ვლადიმერის I ხარისხის ორდენი (11.08.1827)
- წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენი (29.10.1827)
- წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენი (22.09.1828)
- წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენის ბრილიანტის სამკერდე ნიშნები (16.07.1829)
- წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენი (27.07.1829)
- პოლონური თეთრი არწივის ორდენი (17.06.1830)
- ხმლები წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენისთვის (05.08.1855)
უცხოური ორდენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოსმალეთის ნახევარმთვარის ორდენი (1807)
- პრუსიის წითელი არწივის I ხარისხის ორდენი (1813)
- სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენი (1828)
- პრუსიის შავი არწივის ორდენი (1829)
- პრუსიის შავი არწივის ორდენის ბრილიანტის სამკერდე ნიშნები (1834)
- საქსენ-ვაიმარის თეთრი შევარდენის ორდენი, დიდი ჯვარი (1841)
- ავსტრიის წმინდა სტეფანეს სამეფო უნგრული ორდენი, დიდი ჯვარი (1844)
- ავსტრიის წმინდა სტეფანეს სამეფო უნგრეთის ორდენის ბრილიანტის სამკერდე ნიშნები (1849)
- მარია ტერეზას ავსტრიული სამხედრო ორდენი, დიდი ჯვარი (1849)
- ნეაპოლიტანური წმინდა ფერდინანდისა და დამსახურების ორდენი, დიდი ჯვარი (1849)
- მაქსიმილიან იოსების ბავარიული სამხედრო ორდენი, დიდი ჯვარი (1849)
- პარმის წმინდა ლუის ორდენი, დიდი ჯვარი (1850)
- ვიურტემბერგის ორდენი „სამხედრო დამსახურებისთვის“, დიდი ჯვარი (1850)
- სპილოს ორდენი (დანია, 1850)
- ვილემის სამხედრო ორდენი, დიდი ჯვარი (ნიდერლანდები)
- ავისის ორდენი, დიდი ჯვარი (პორტუგალია)
სხვა ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოქროს დაშნა წარწერით „მამაცობისთვის“ (25.11.1807)
- ბრილიანტებითა და დაფნით მორთული ოქროს დაშნა წარწერით „სპარსელების დამარცხებისთვის ელიზავეტპოლთან“ (29.09.1826)
- ბრილიანტებით მორთული პრუსიული ოქროს დაშნა (1835)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Польза, честь и слава. Генерал-фельдмаршал И. Ф. Паскевич (1782—1856)
- В. К. П. Фельдмаршал Паскевич и дипломатия в 1827—1829 годах // Исторический вестник, 1892. — Т. 48. — № 5. — С. 494—518. დაარქივებული 2016-03-09 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
| წინამორბედი: ალექსი ერმოლოვი |
საქართველოს გუბერნიის მმართველი საქართველოს მთავარმართებელი 1827-1831 |
შემდეგი: გრიგოლ როზენი |
| ||||||||||||||
- დაბადებული 19 მაისი
- დაბადებული 1782
- გარდაცვლილი 1 თებერვალი
- გარდაცვლილი 1856
- რუსი მხედართმთავრები
- რუსეთის იმპერიის გენერლები
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენის კავალრები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალრები
- შავი არწივის ორდენის კავალრები
- სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრები
- რუსეთის იმპერიის მოგზაურები