დერბენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველი ქალაქი დერბენტი, მისი ციტადელი, ციხესიმაგრე და ნაგებობები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Derbent winter.jpg
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 44°04′00″ ჩ. გ. 48°17′00″ ა. გ. / 44.06667° ჩ. გ. 48.28333° ა. გ. / 44.06667; 48.28333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 1070
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1070
რუს.ინგლ.ფრ.

დერბენტი (ძვ. ქართ. დარუბანდი; ლეზ. Кьвевар; აზერ. Дәрбәнд, Dərbənd; თაბას. Дербент, Шагьур, Цалли; დარ. Чулли, Чяли; ხუნძ. Дербенд; ლაკ. Дарбант, Чурул) — ქალაქი დაღესტანში. რუსეთის ფედერაციის უკიდურესი სამხრეთით მდებარე და დაღესტანში მნიშვნელობით მეორე ქალაქი (მოსახლეობა 101.031 ადამიანი 2002 წ.). მოსახლეობის მთავარი შემადგენელი ეთნიკური ჯგუფებია: ლეზგები, აზერბაიჯანელები და თაბასარანელები.

ხშირად აიგივებენ რა ლეგენდარულ ალექსანდრეს ჭიშკართან, დერბენტი საკუთარ თავს რუსეთის ფედერაციის უძველეს ქალაქს უწოდებს. ანტიკურობის ხანიდან მოყოლებული ამ არემარის როგორც კავკასიის ჭიშკრის მნიშვნელობა გაცნობიერებული იყო და აქ უძველესი დროიდან მრავალი ციხესიმაგრე თუ საომარი გამაგრება აუგიათ. დერბენტის უძველესი არქეოლოგიური სტრუქტურები 5000 წლით თარიღდება. განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქი ორ კედელს შუა განვითარდა, ვრცელდება რა მთის კალთებიდან ზღვის სანაპირომდე. წლების განმავლობაში აქ მობატონე სხვადასხვა ქვეყანა ქალაქს საკუთარ სახელს არქმევდა, თუმცა ყოველი მათგანი უკავშირდება სიტყვას „ჭიშკარი“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ფოტოგალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: