შინაარსზე გადასვლა

ყადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყადი (არაბ. قاضٍ [qɑːdˁiː] — „მოსამართლე“) — სასულიერო მოსამართლე მუსლიმანურ ქვეყნებში, ისლამის რელიგიური სიმართლის (შარიათის) საფუძველზე მოქმედი სასამართლოს ხელმძღვანელი. ყადის სასამართლოში განიხილებოდა მუსლიმანებთან დაკავშირებული რელიგიური, საოჯახო მემკვიდრეობითი და ნაწილობრივი სისხლის სამართლის საქმეები. ყადის ინსტიტუტი არაბთა სახალიფოში გაჩნდა. მას ნიშნავდნენ ყველა მნიშვნელოვან ქალაქში. სავარაუდოა ყადის არსებობა თბილისშიც, ასევე თბილისის საამიროს სხვა ქალაქებში არაბთა ბატონობის დროიდან. ქართულ საისტორიო წყაროებში („ჟამთააღმწერელი“) „ყადი თბილისისა“ იხსენიება მონღოლთა მიერ მოწყობილ აღწერასთან დაკავშირებით.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ყადი&oldid=4753267“-დან