თეოფილაქტე რუსანოვი (ეგზარქოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიტროპოლიტი თეოფილაქტე

მიტროპოლიტი თეოფილაქტე (ერისკაცობაში — ფიოდორ გაბრიელის ძე რუსანოვი; დ. 1765 — გ. 19 ივლისი, 1821, ბოდბის მონასტერი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წლებში. იყო ცარიზმის კოლონიური-რუსიფიკატორული პოლიტიკის აქტიური გამტარებელი საქართველოში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1817 წლის 14 მაისს მთავარეპისკოპოსი თეოფილაქტე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად[1].

1817 თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში შემოიღო კვირაში სამი დღე რუსულად წირვა-ლოცვა. თეოფილაქტეს ინიციატოვით მომზადდა "საეკლესიო რეფორმების" პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველ სამღვდელოების მთლიანად ცარიზმის სამსახურში ჩაყენებას. პირადად ხელმძღვანელობდა ამ რეფორმების გატარებას დასაცლეთ საქართველოში. 1819 საეკლესიო გლეხებს შეაწერა გადიდებული ფულადი გადასახადი, ნატურით გადასახადი შეუცვალა ფულადით, შეამცირა ეპარქიათა და სამრევლო ეკლესიების რაოდენობა და სხვა.

თეოფილაქტეს ამ ღონისძიებებმა გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და დააჩქარა აჯანყება (იმერეთის აჯანყება 1819-1820), აჯანყებულთა შიშით თეოფილაქტე იმერეთიდან თბილისში დაბრუნდა და აჯანყებულთა მეთაურებს რუსეთის ხელისუფლებასთან აბეზღებდა. თეოფილაქტემ ქართულ სამღვდელოების რუსულად აღზრდის მიზნით დააარსა სასულიერო სასწავლებლები თბილისში, თელავში, გორში, სიღნაღში. ხელს უწყობდა ოსურ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელებას.

ვისწრაფვით, რათა ვაუწყოთ მკითხველთა ამა გაზეთისათა, რომელ ხელმწიფე იმპერატორმა ყოვლადუმოწყალესად ინება ბოძება საქართველოს ეგზარხოსის ყოვლადუსამღვდელოესის თეოფილაკტესადმი მიტროპოლიტობა ქართლისა და კახეთისა.

—„საქართველოს გაზეთი“, 14 მარტი 1819 წ. [2]

ეგზაქოსი თეოფილაქტე გარდაიცვალა 1821 წლის 19 ივლისს სიღნაღის მაზრის წმ. ნინოს ბოდბის მონასტერში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. რუსეთის იმპერიის კანონების კრებული — ბრძანება 26.858
  2. „საქართველოს გაზეთი“, 14 მარტი 1819 წ.
წინამორბედი:
ვარლაამი
საქართველოს ეგზარქოსი
1817 - 1821
შემდეგი:
იონა