შირვანის სახანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შირვანის სახანო 1801-1813 წლებში

შირვანის სახანო — ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული, რომელიც შეიქმნა XVIII საუკუნეში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) ირანის ხელისუფლების დასუსტების შედეგად. იარსება 1748-1820 წლებში.

ირანის მიერ შირვანის სამეფოს დაპყრობის შემდეგ მას მართავდნენ ირანელი ბეგლარბეგები. XVIII საუკუნის I ნახევრის დასასრულს ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის დროს შირვანის ერთ ნაწილში დამკვიდრდნენ ნადირ-შაჰის ყოფილი მოხელეები, შემახაში — ხანჩობანის ტომის სარქერთა (სპარს. „საქმის მოთავე“) გვარის წარმომადგენლები, ძმები მოჰამედ სეიდ-ხანი და აღასი-ხანი.

შირვანის სახანო სხვა სახანოებთან შედარებით ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი სახანო იყო, სამხედრო თვალსაზრისით კი — სუსტი. სახანოებს შორის პირველობისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში ხშირად სხვისი (განსაკუთრებით ყუბის სახანოს) მორჩილი იყო. მიუხედავად ამისა, შირვანის სახანოს მმართველებმა მაინც შეძლეს პოლიტიკური თავისთავადობის შენარჩუნება. 1805 წელს შირვანის სახანო რუსეთს შეუერთდა. 1820 წლამდე იარსება შირვანის სახანოს სახელით, ხოლო 26 სექტემბრიდან მუსტაფა-ხანის გაქცევის შემდეგ ალექსი ერმოლოვმა სახანო გააუქმა და აიყვანა სახაზინო მართვაზე.

შირვანის სახანოში განვითარებული იყო აბრეშუმის წარმოება და სპილენძის დამუშავება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Абдуллаев Г. Б., Из истории Северо-Восточного Азербайджана в 60-80 гг. XVIII в Баку, 1958;
  • Левиатов В. Н., Очерки из из истории Азербайджана в XVIII веке, Баку, 1948;