ივანე გუდოვიჩი
| ივანე გუდოვიჩი | |
|---|---|
| Ива́н Васи́льевич Гудо́вич | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 1741 |
| დაბადების ადგილი | Q21343654? |
| გარდაცვალების თარიღი | 22 იანვარი, 1820 |
| გარდაცვალების ადგილი | ოლგოპოლი |
| კუთვნილება |
|
| ჯარის სახეობა | სამხედრო ძალები |
| სამხედრო სამსახურის წლები | 1759—1812 |
| წოდება | გენერალ-ფელდმარშალი (1761) |
| მეთაურობდა | 12th Astrakhan Granadier Regiment |
| ბრძოლები/ომები | კავკასიის ომები |
| ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, Order of St. George, 3rd class და Order of St. George, 2nd class |
| ივანე გუდოვიჩი | |
ივანე ვასილის ძე გუდოვიჩი (დ. 1741 — გ. 22 იანვარი, 1820, ოლგოპოლი) — გრაფი (1797), რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1807), საქართველოს მთავარმართებელი 1806–1809 წლებში, მოსკოვის მთავარსარდალი 1809-1812 წლებში.
1759 წლიდან სამხ. სამსახურში იყო. იყო რუსეთ-ოსმალეთის სამი ომის მონაწილე. რუსეთ-ოსმალეთის 1787–91 წლების ომის დროს ხელმძღვანელობდა ჰაჯიბეის (ახლანდ. ოდესა) აღებას, 1791 წელს იერიშით აიღო ანაპა, რის შემდეგ კავკასიის ხაზის სარდლად დანიშნეს. ამ პოსტზე მას ურთიერთობა ჰქონდა ერეკლე II-თან. აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის წინა პერიოდში, მას ერეკლე II-თვის ჯარის უნებართვოდ გამოგზავნის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ უტაქტობით, ერეკლეს შვილიშვილების ცნობით კი — ანგარებით, დასაზვერად გამოგზავნილ ირანის ელჩებს გააგებინა, რომ რუსეთი საქართველოსათვის ჯარის მიშველებას არ აპირებდა. 1800 წელს პავლე I-მა გუდოვიჩი გადააყენა. 1806 წლის 8 თებერვალს ალექსანდრე I-მა გუდოვიჩი ჯარების მთავარსარდლად დანიშნა კავკასიაში. ირანთან ომის დროს დაიპყრო ბაქოს, შაქისა და დარუბანდის სახანოები. 1807 წელს ოსმალები დაამარცხა არფაჩაისთან, მაგრამ ვერ აიღო ახალქალაქი (1807) და ერევანი (1808). 1809 წელის 5 მარტს კავკასიაში გუდოვიჩი ჩაანაცვლეს კავალერიის გენერალ ალექსანდრ ტორმასოვით. 1809–12 წლებში იყო მოსკოვის მთავარსარდალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, სენატორი. 1812 წლის თებერვალში თანამდებობიდან გადადგა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, გვ. 11, თბ., 2004
- ნაკაშიძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||