ფილიპ პაულუჩი
| ფილიპ პაულუჩი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 11 სექტემბერი, 1779 |
| დაბადების ადგილი | მოდენა[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 25 იანვარი, 1849 (69 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ნიცა[1] |
| წოდება | გენერალი, ინფანტერიის გენერალი და general of the army |
| ბრძოლები/ომები | ნაპოლეონის ომები, საფრანგეთის რევოლუციური ომები, რუსეთ-ოსმალეთის ომი, რუსეთ-შვედეთის ომი (1808-1809), რუსეთ-ირანის ომი, კავკასიის ომი და საფრანგეთ-რუსეთის ომი |
| ჯილდოები | Officer of the Order of Saints Maurice and Lazarus, Order of St. George, 3rd class, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის ორდენი, Medal "In Memory of the Patriotic War of 1812", Order of the Most Holy Annunciation და წმინდა მორისისა და ლაზარეს ორდენი |
ფილიპ ოსიპეს ძე პაულუჩი (იტალ. Filippo Paulucci; დ. 11 სექტემბერი, 1779, მოდენა — გ. 25 იანვარი, 1849, ნიცა) — საფრანგეთის და რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1811–1812 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი წარმოშობით იტალიელი იყო, საფრანგეთიდან ნაპოლეონის მმართველობას გამოექცა და თავი რუსეთს შეაფარა. წარმატებულმა სამხედრო კარიერამ მისი კავკასიაში გაგზავნა განაპირობა. ის დისციპლინის მოყვარული პიროვნება იყო და ძნელად ეგუებოდა რუსულ ბიუროკრატიულ სისტემას.
1811 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოს მთავარმართებლად. დანიშვნისთანავე მექრთამეობასა და ჯარში ფეხმოკიდებულ ლოთობას ბრძოლა გამოუცხადა. თუმცა, რუსული ენის არცოდნის გამო საკუთარ მოხელეებთანაც თარჯიმნის დახმარებით უწევდა ურთიერთობა და შეცდომებსაც უშვებდა. მან 30000-იანი არმიის გამოკვება მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობას დააკისრა, რასაც 1812 წლის კახეთის აჯანყება მოჰყვა. აჯანყების გაძლიერების გამო პაულუჩი რუსეთ-ირანის ფრონტიდან დაბრუნდა და რუსეთის ჯარს ჩაუდგა სათავეში.
1812 წლის მარტში, ჩუმლაყთან, დაამარცხა კახელი აჯანყებულები და ტყვედ ჩაიგდო გრიგოლ ბაგრატიონი. მიუხედავად გამარჯვებისა, პაულუჩი იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. კახეთში გაუქმდა კაპიტან-ისპრავნიკების თანამდებობა და მოურავობა აღდგა. სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ პაულუჩიმ აჯანყებულებთან მოლაპარაკების გამართვა სცადა. დაპირდა მათ ამნისტიას, რეფორმების გატარებას. ეს დაპირებანი მთავარმართებლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებად მიიჩნიეს და პეტერბურგმა იგი უკან გაიწვია.
1812 წლის აპრილში ის გენერალმა რტიშჩევმა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ კახეთის თავადაზნაურობამ იმპერატორს მისი დატოვებაც კი თხოვა, მაგრამ უშედეგოდ.
სამხედრო წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1807 წლის 16 (28) მარტი — პოლკოვნიკი
- 1808 წლის 22 ივლისი (3 აგვისტო) — გენერალ-მაიორი
- 1810 წლის 22 ოქტომბერი (3 ნოემბერი) — გენერალ-ლეიტენანტი და გენერალ-კვარტირმაისტერი
- 1812 წლის 17 (29) ივლისი — გენერალ-ადიუტანტი
- 1823 წლის 12 (24) დეკემბერი — ინფანტერიის გენერალი
- 1830 წლის 28 ივლისი — არმიის გენერალი და გენერალ-ინსპექტორი (სარდინიის სამეფო)
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი (25.04.(07.05.)1812)
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი (07(19).05.1809)
- წმინდა ვლადიმერის I ხარისხის ორდენი (24.10.(05.11.)1845)
- წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი (14.01.26.1812)
- წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი (27.06.(09.07.)1810)
- წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი (25.12.1812 (06.01.1813))
- წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის ბრილიანტის სამკერდე ნიშნები (30.11.(12.12.)1815)
- წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (16(28).04.1811)
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (27.02.(11.03.)1808)
- 1812 წლის სამამულო ომის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვერცხლის მედალი
- 1812 წლის სამამულო ომის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბრინჯაოს მედალი
- ოქროს დაშნა წარწერით „მამაცობისთვის“ (16(28).04.1811)
- წმინდა ხარების უმაღლესი ორდენი (სარდინიის სამეფო, 1835 წლის აპრილი)
- წმინდანთა მავრიკიოსისა და ლაზარეს ორდენის კომანდორი (სარდინიის სამეფო, 07.01.1832)
- წმინდანთა მავრიკიოსისა და ლაზარეს ორდენის კავალერი (სარდინიის სამეფო, 19.11.1796)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 12
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #116066261 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
| წინამორბედი: ალექსანდრ ტორმასოვი |
საქართველოს გუბერნიის მმართველი საქართველოს მთავარმართებელი 1811-1812 |
შემდეგი: ნიკოლაი რტიშჩევი |
| ||||||||||||||
- დაბადებული 11 სექტემბერი
- დაბადებული 1779
- გარდაცვლილი 25 იანვარი
- გარდაცვლილი 1849
- საქართველოს მთავარმართებლები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალრები
- წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას I ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ანას II ხარისხის ორდენის კავალრები