სმოლენსკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სმოლენსკი
Смоленск
სმოლენსკი 1912 წელს
სმოლენსკი 1912 წელს
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი სმოლენსკი
კოორდინატები 54°47′00″ ჩ. გ. 32°03′00″ ა. გ. / 54.78333° ჩ. გ. 32.05000° ა. გ. / 54.78333; 32.05000
მერი ედუარდ ალექსის ძე კაჩანოვსკი
დაარსდა 863
ფართობი 288.5 კმ²
მოსახლეობა 316,500 კაცი (2002)
დროის სარტყელი UTC+5, ზაფხულში UTC+6
სატელეფონო კოდი +7 4852
საფოსტო ინდექსი 620xxx
ოფიციალური საიტი ბმული

სმოლენსკი მდებარეობა რუსეთი

Red pog.svg

სმოლენსკი (რუს. Смоле́нск; ბელარ. Смаленск; ლიტვ. Smolenskas; პოლ. Smoleńsk; გერმ. Smolensk) — რუსეთის ოლქის სმოლენსკის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც გაშენებულია მდინარე დნეპრის სანაპიროზე. ქალაქიდან 360 კილომეტრში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი მოსკოვი. ეს ქალაქი მდებარეობს რუსეთის ოფიციალური საზღვრის სიახლოვეს, მას სტრატეგიული ადგილი უკავია სწორედ ამის გამო აქ იმართებოდა დიდი ბრძოლები ნაპოლეონთან და ჰიტლერთან. სწორედ ამ დაპყრობლებმა დაანგრიეს ქალაქის ირგვლივ აგებული გალავანი.

მოსახლეობა: 325,137 (2002 აღწერით); 341,483 (1989 აღწერით). საშუა სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 1,097 ადამიანს.

2009 წლის მარტიდან ქალაქის მერია ედუარდ ალექსის ძე კაჩანოვსკი.

ისტორია[რედაქტირება]

სმოლესნსკი დაარსდა 863 წელს. თავდაპირველად ეს ქალაქი შედიოდა კიევის რუსეთის შემადგენლობაში, მოგვიანებით სმოლენსკს მონღოლები აკონტროლებდნენ. XV საუკუნიდან უკვე ეს ტერიტორია შედის გაძლიერებული რუსეთის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ უკვე როდესაც ის სუსტდება სმოლენსკი, შედის პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1632 წელს რუსეთის სამეფოსა და პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს შორის სწორედ სმოლენსკთან გაიმართა ბრძოლა, ამ ბრძოლის შედეგად რუსეთს კვლავ დაუბრუნდა ეს ტერიტორია. ამ პერიოდიდან უკვე სმოლენსკში ცოცხლდება კულტურული ცხოვრება, იგება მრავალი შენობა და მართლმადიდებლური ეკლესია.

სმოლენსკს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტოია უკავია, სწორედ ამ გზებით ხდება დედაქალაქ მოსკოვთან დაკავშირება უმოკლესი გზებით. სწორედ ამის გამო უკვე მოგვიანებით სმოლენსკის ტერიტორრიაზე ცნობილმა დამპყრობლებმა გაიარეს. 1812 წელს რუსეთში ნაპოლეონის შეჭრა სწორედ სმოლენსკის გზებით განხორციელდა. 1812 წლის 6 ოქტომბერს, ნაპოლეონს მოუხდა მოსკოვის დატოვება. საფრანგეთის ჯარს მოუწია მის მიერვე გაჩანაგებულ სმოლენსკის გზით უკან დახევა.

სმოლენსკის მხარეში უდიდესი ბრძოლები უკვე მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომშიც გაიმართა. 1941 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ერთ-ერთი პირველი ბრძოლა სწორედ აქ მოხდა. ამ ბრძოლაში საბჭოთა კავშირი დამარცხდა, სწორედ ამის გამო გერმანელებს გზა უკვე მოსკოვისკენ გაეხსნათ.

2010 წლის 10 აპრილს— ქალაქის სიახლოვეს მდებარე სმოლენსკის აეროპორტზე, პოლონეთის მთავრობის თვითმფრინავი ტუ-154, დაჯდომისას აფეთქდა. აფეთქების დროს პოლონური დელეგაციის წარმომადგენლები დაიღუპნენ, მათ შორის იყო პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

ცნობილი ხალხი სმოლენსკიდან[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: