შინაარსზე გადასვლა

ტარკის საშამხლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარკის საშამხლო

ტარკის საშამხლო — მთიანი დაღესტანის ტერიტორიაზე XVII-XIX საუკუნეებში არსებული ფეოდალური სახელმწიფო ერთეული.

XV საუკუნეებისთვის ტარკის საშამხლო კასპიისპირეთში ყუმუხებით, ლაკებით და დარგოელებით იყო დასახლებული. აქ გადიოდა სავაჭრო სტრატეგიული მნიშვნელობის გზები.

არაბმა სარდალმა მასლამამ აქ დანიშნა დამასკელი არაბი, რომელიც შამხალი იყო, ანუ სირიელი. თავდაპირველი შამხლის რეზიდენცია იყო ყუმუხში. XVI საუკუნის 70-იან წლებში ჩობან შამხალის სიკვდილის შემდეგ საშამხლო დაიშალა. ბრძოლა გაიმართა მის მემკვიდრეებს შორის. ერთ-ერთი იყო ყაბარდოელი ქალის შვილი, სულთამუტი, რომელიც სულაკისიქითა ყუმუხეთში გამაგრდა. მის სამფლობელოს ეწოდა ენდერეს სახელმწიფო. მას შემდეგ გამოეყო აკსაის და კოსტეკოს სამფლობელოები. XVIII საუკუნეში სამივე ეს ტერიტორია შეუერთდა რუსეთს.

ტარკის საშამხლოში შამხლის ტიტული არ იყო მემკვიდრეობითი და ენიჭებოდა რომელიმე რაიონის მმართველს. XVII საუკუნეში შამხლის ტახტისთვის ყირიმ შამხალი და ტარკის მმართველი გირეი იბრძოდნენ. გირეი რუსებს იშველიებდა. ამგვარად მივიღეთ ორი ახალი რეზიდენცია: ტარკი და ბოინაკი.

ტარკის საშამხლოში ცნობილია ნუქერების არსებობა, რომელთაც ევალებოდათ გადასახადების აკრეფა, კანონდამრღვევთა დაჯარიმება, შამხლის დაცვა. დამნაშავეებს შამხლის რეზიდენციის წინ ორმოში აგდებდნენ.

  • ნიკო ხუციშვილი, „დაღესტანი“, 2002 წ.