ნიკოლაი რტიშჩევი
| ნიკოლაი რტიშჩევი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 1754 |
| დაბადების ადგილი | რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 8 იანვარი, 1835 |
| გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
| ჯარის სახეობა | ქვეითი ჯარი |
| წოდება | ინფანტერიის გენერალი |
| ბრძოლები/ომები | Russo-Swedish War of 1788–1790 |
| ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის და წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი |
ნიკოლაი თედორეს ძე რტიშჩევი (რუს. Николай Фёдорович Ртищев; დ. 1754 — გ. 1835, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. საქართველოს მთავარმართებელი 1812–1816 წლებში. მისი მთავარი დამსახურება საიმპერატორო კარის წინაშე კახეთის აჯანყების ჩახშობა და ირანთან დადებული გულისტანის ზავი იყო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რტიშჩევმა ნაწილობრივ განახორციელა ფილიპ პაულუჩის რეფორმების პროექტი, კერძოდ, გაააუქმა მაზრის კაპიტან-ისპრავნიკის თანამდებობა, სანაცვლოდ ზედამხედველის თანამდებობა შემოიღო და ამ თანამდებობაზე სახელმწიფო მოხელედ ქცეული ქართველი თავადები დანიშნა. საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა 1812 წლის 16 თებერვალს, ხოლო 1816 წლის 12 სექტემბერს მან თანამდებობიდან გადადგომა ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, „არტანუჯი“, თბ., 2004, გვ. 12–13
| წინამორბედი: ფილიპ პაულუჩი |
საქართველოს გუბერნიის მმართველი საქართველოს მთავარმართებელი 1812-1816 |
შემდეგი: ალექსი ერმოლოვი |
| ||||||||||||||