მიხეილ კუტუზოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ კუტუზოვი

თავადი მიხეილ გოლენიშჩევ-კუტუზოვი (რუს.: князь Михаи́л Илларио́нович Голени́щев-Куту́зов) (16 სექტემბერი [ძვ.სტ. 5 სექტემბერი] 174528 აპრილი [ძვ.სტ. 16 აპრილი] 1813) — რუსი ფელდმარშალი, რომელმაც პოპულარული წარმოდგენით რუსეთი ნაპოლეონის შემოსევისგან იხსნა. 1812 წლის რუსეთის სამამულო ომის გმირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუტუზოვი დაიბადა პეტერბურგში, გენერლის ოჯახში. დაამთავრა არტილერიის სკოლა. მონაწილეობა მიიღო 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1774 წელს მძიმედ დაჭრეს, რის შედეგადაც მარჯვენა თვალი დაკარგა. 1805 წელს ნაპოლეონის წინააღმდეგ ავსტრიის დასახმარებლად გაგზავნილი რუსეთის არმიის მეთაურად დაინიშნა. 1806-1812 წლების რუსეთ-ოსმალეთის და 1812-1913 წლების რუსეთ-საფრანგეთის ომებში კუტუზოვი რუსეთის არმიის მთავარსარდალი იყო. ოსმალეთათთან ომში ის 1811 წელს დაინიშნა მოლდავეთის ჯარების უფროსად. კუტუზოვმა ომის მსვლელობაში შეცვალა ტაქტიკა, მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვებები და მოახერხა რუსეთისთვის ხელსაყრელი ზავის დადება (ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება, 1812) ნაპოლეონის ემოსაევამდე ერთი თვით ადრე.

ნაპოლეონთან ომში კუტუზოვმა მალოიაროსლავეცთან ფრანგებს კალუგისაკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, რითაც აიძულა ნაპოლეონი გაძარცვული სმოლენსკის გზით დაეხია უკან. 1813 წელს კუტუზოვმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთისა და პრუსიის ტერიტირიაზე ნაპოლეონის ჯარების განადგურებაში. გარდაიცვალა გერმანიის ქალაქ ბუნცლაუში. შემდგომში იგი პეტერბურგში, ყაზანის ტაძარში გადაასვენეს.