გეორგიევსკი
იერსახე
| დასახლებული პუნქტი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
გეორგიევსკი | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| კოორდინატები | 44°09′00″ ჩ. გ. 43°28′00″ ა. გ. / 44.15000° ჩ. გ. 43.46667° ა. გ. | ||||
| დაარსდა | 1777 | ||||
| ფართობი | 25 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 300 მეტრი | ||||
| მოსახლეობა | 61 543 (2024)[1] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
| სატელეფონო კოდი | 87951 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 357820 | ||||
| საავტომობილო კოდი | 26[2] და 126[2] | ||||
| ოფიციალური საიტი | http://georgievsk.ru/ | ||||
გეორგიევსკი (რუს. Гео́ргиевск) — ქალაქი რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, მდ. პოდკუმოკის (კუმის შენაკადი) ნაპირზე. გეორგიევსკის რაიონის ცენტრი. მოსახლეობა — 63 221 (2020). ქალაქში არის არმატურის, ავტოსარემონტო, აგურის, კვების მრეწველობის ქარხნები.
დაარსდა 1777 წელს როგორც „კავკასიის ხაზის“ ერთ-ერთი ციხესიმაგრე. 1783 წლის 24 ივლისს აქ რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ამ ორი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შესახებ. 1786 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. 1802-1822 წლებში იყო კავკასიის გუბერნიის ცენტრი. 1824 წელს რეგიონული ადმინისტრაციის სტავროპოლში გადატანის შემდეგ ქალაქმა დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 86.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გეორგიევსკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)