ვიცე-პოლკოვნიკი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან პოდპოლკოვნიკი)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |

ვიცე-პოლკოვნიკი — უფროსი საოფიცრო შემადგენლობის სამხედრო წოდება მრავალი ქვეყნის არმიაში.
ქართულ არმიაში ვიცე-პოლკოვნიკი მაიორზე მაღალი და პოლკოვნიკზე დაბალი სამხედრო წოდებაა. ვიცე-პოლკოვნიკი წესისამებრ ბატალიონის მეთაური ან პოლკოვნიკის მოადგილეა.
ნატოს ჯარებში ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო რანგის კოდირებაა "OF-4".
ინგლისურენოვან ქვეყნებში ვიცე-პოლკოვნიკს ეწოდება — ლუტენენტ კოლონელი (lieutenant colonel); გერმანულენოვან ქვეყნებში — ობერსტლოიტნანტი (Oberstleutnant); რუსულენოვან ქვეყნებში — პოდპოლკოვნიკი (подполковник).