გოდერძი ჩოხელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოდერძი ჩოხელი
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1954
დაბ. ადგილი სოფელი ჩოხი, დუშეთის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 16 ნოემბერი, 2007
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი
ეროვნება ქართველი
პერიოდი 1980-2007
ჟანრი ეპიკური, დრამატული, ტრაგიკულ-სატირული
თემატიკა ათი მცნების თემატიკა
მიმდინარეობა რეალიზმი
დებიუტი „წერილი ნაძვებს“, 1977
Magnum opus „ადამიანთა სევდა“, 1984

გოდერძი ნიკოლოზის ძე ჩოხელი (დ. 2 ოქტომბერი, 1954 — გ. 16 ნოემბერი, 2007) — ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს, დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი წერილი ნაძვებს. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ბინდისფერი სოფელი, თევზის წერილები, შემინახე,დედაო მიწავ!, სულეთის კიდობანი, არჩევნები სასაფლაოზე. ლექსების კრებული ბედი მდევარი, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე შავი არაგვი, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: მგელი, და მღდვლის ცოდვა.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: ნამეხარი მუხა, ადგილის დედა, 1982 წელს გერმანიაში ქალაქ ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო გრანპრი.

წიგნები[რედაქტირება]

  • „ბაკურხეველი ხევსური“ – 1980
  • „წერილი ნაძვებს“ – 1980
  • „ბინდისფერი ხეობა“ – 1981
  • „ადამიანთა სევდა – 1984
  • „მგელი“ – 1988
  • „თევზის წერილები“ – 1989
  • „მღვდლის ცოდვა“ – 1990
  • „შემინახე, დედაო მიწავ“ – 1991
  • „ბალახის ცხოვრება“ – 1997
  • „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“[1](164 რჩეული ნოველა), რედაქტორი მიხო მოსულიშვილი, მხატვარი ლევან ხარანაული, გამომცემლობა "გრიგოლ ხანძთელის სახელობის ფონდი", თბ. 2013 წ. ISBN 978-9941-0-5805-9

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

პრიზები[რედაქტირება]

  • გრან–პრი ფილმისათვის "აღდგომა", ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.
  • "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის "ცოდვის შვილები" მონტე–კარლოს კინოფესტივალზე – 1991 წ.
  • იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 წ.
  • პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალზე – 1992 წ.
  • გრან პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის "სამოთხის გვრიტები" – 1997 წ.
  • პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის "ლუკას სახარება" – 1998 წ.

ჯილდო[რედაქტირება]

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისათვის "ცოდვის შვილები" – 1991 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]