ჩინური კალენდარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩინური კალენდარი -- ლუნისოლარული კალენდარია (ლუნი - მთვარე, სოლარ - მზე), რომელიც მიღებულ იქნა მზისა და მთვარის კალენდრების ელემენტების შერწყმით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ჩინელები იყენებენ გრიგორიანულ კალენდარს ყოველდღიური ხმარებისთვის, ჩინური კალენდარი კვლავაც გამოიყენება ისეთი ღირსშესანიშნავი ტრადიციულის დღესასწაულების გამოსათვლელად, როგორიცაა, ჩინური ახალი წელი (გაზაფხულის ფესტივალი) და შუა-შემოდგომის ფესტივალი, ისევე როგორც ასტროლოგიაში - ქორწინებისთვის ან შენობის საძირკვლის ჩაყრის შესაფერისი დღის შესარჩევად. ამ კალენდარს პირდაპირი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში აქვს მთვარის მიმდინარე ფაზის გამოსათვლელად, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეთათვის.

სხვა ტრადიციული აზიური კალენდრები მსგავსია, თუ არა იდენტური, ჩინური კალენდრისა: კორეული კალენდარი იდენტურია, ვიეტნამურ კალენდარში კატა ჩანაცვლებულია კურდღლით თორმეტ ცხოველში, ტიბეტური კალენდარი ოდნავ განსხვავდება ცხოველთა სახელებით, ხოლო ტრადიციული იაპონური კალენდარი იყენებს განსხვავებულ გამოთვლის მეთოდს, რაც ამ ორ კალენდარს შორის უთანხმოებას იწვევს ზოგიერთ წელიწადს. ჩინური (ანუ ჩინო-უიგურული) კალენდრის ელემენტები შემოტანილ იქნა ისლამურ სამყაროში მონღოლთა შემოსევების შედეგად. თორმეტ-წლიანი ციკლი, რომელიც შეიცავდა ცხოველთა თურქულ/მონღოლურ ინტერპრეტაციას ხმარებაში შემორჩა ქრონოლოგიური, ისტორიოგრაფიული და ბიუროკრატიული მიზმებისთვის სპარსულ და თურქულ ენოვან ქვეყნებში, მცირე აზიიდან ინდოეთის ჩათვლით, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ადრეულ ინდუსტრიულ ხანამდე. ირანში ეს სისტემა შემორჩა ადრეულ მე-20 საუკუნემდე სასოფლო-სამეურნეო და საგადასახადო აღრიცხვებში, ვიდრე 1925 წელს კანონით იქნა გაუქმებული (იხ. ირანული კალენდარი).

ჩინეთში მშობლიურ კალენდრად ითვლება ე.წ. "ფერმერთა კალენდარი" (農曆 ნონგლი), რაც განსხვავდება "საერო კალენდრისაგან" (公曆 გონგლი), ან "დასავლური კალენდრისგან" (西曆 ხილი). ჩინური კალენდარი ასევე იწოდება "ძველ კალენდრად" (舊曆), ახალი (新曆) ანუ გრიგორიანული კალენდრის შემოღების და ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ.

ჩინური კალენდრის მიხედვით წლები იყოფა როგორც: ვირთხის, ხარის, ვეფხვის, კურდღლის-კატის, დრაკონის, გველის, ცხენის, თხის, მაიმუნის, მამლის, ძაღლის და ტახის წლებად.