სომხური საეკლესიო კალენდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1473

სომხური საეკლესიო კალენდარი (სომხ. Հայկական եկեղեցական տոմար) — მზის კალენდარი, რომელიც იყენებს სომხურ რიცხვებს თარიღების აღსანიშნავად. იგი მიიღეს 584 წლის 11 ივლისს და დათვლა იწყება 552 წლით ჩ.წ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი საეკლეისო კალენდრის შექმნის საკითხი პირველად განხილული იყო დვინის სინოდში 554 (555) წელს ნერსეს II ბაგრევანდეცის დროს, თუმცაღა ის ოფიციალურად მიიღეს 584 წელს, მოვსეს II ეგივარდეცის დროს. ამ კალენდრით დათარიღებული უძველესი ძეგლი გვხვდება 783 წელს (თალინის ტაძარში). კალენდარმა საუკუნეთა განმავლობაში რამდნეიმე ცვლილება განიცადა. 1924 წლიდან სომხური ეკლესია, გარდა რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის ეპარქიებისა, გადასულია ახალ საეკლესიო კალენდარზე.

წლის აღნიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხთა კათალიკოს მაშტოც I ელიავარდელის საფლავის ქვა წარწერითა და სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდრის თარიღით — 898წელი[1], სოფელი გარნისი, სომხეთის კოტაიქის პროვინცია.

წელი ჩაიწერებოდა სომხური ანბანის ასოების რიცხვითი მნიშვნელობით.

იმის აღსანიშნავად, რომ ასოები მიუთითებენ წელზე, ყველაზე ხშირად ემატებოდათ შემოკლებები, მაგალითად ԹՎ (შემოკლებული სომხ. թիվ წელი ქარაგმით ან მის გარეშე), ან ამ ასოების ლიგატურით (განსაკუთრებით ეპიგრაფიკულ წარწერებში).

წელიწადში 365 დღეა, ხოლო ერთი მოქცევის ციკლი 532 წლისგან შედგება. პირველი 532 წლის ციკლის დასრულებიდან, 1084 წლიდან იწყება „მიცრე სომხური სათვალავი“. რათა სომხური ეკლესიის კალენდრის წელი გადავიყვანოთ გრიგორიანული კალენდრის სისტემაში, სომხურ კალენდარს უნდა დავუმატოთ 551.

სომხური ანბანის ასოები და მათი რიცხობრვი მნიშვნელობა
ანბანის ასოები ტრანსლიტერაცია

(ლათინური დამწერლობით)

რიცხვი ანბანის რიცხვი ტრანსლიტერაცია (ლათინური დამწერლობით) რიცხვი ანბანის ასოები ტრანსლიტერაცია (ლათინური დამწერლობით) რიცხვი ანბანის ასოები ტრანსლიტერაცია (ლათინური დამწერლობით) რიცხვი
Ա A 1 Ժ Ž 10 Ճ Č 100 Ռ 1000
Բ B 2 Ի I 20 Մ M 200 Ս S 2000
Գ G 3 Լ L 30 Յ Y 300 Վ V 3000
Դ D 4 Խ X 40 Ն N 400 Տ T 4000
Ե E 5 Ծ C 50 Շ Š 500 Ր R 5000
Զ Z 6 Կ K 60 Ո O 600 Ց C‘ 6000
Է 7 Հ H 70 Չ Č‘ 700 Ւ W 7000
Ը Ě 8 Ձ J 80 Պ P 800 Փ P‘ 8000
Թ T‘ 9 Ղ Ł 90 Ջ 900 Ք K‘ 9000

თვეებისა და დღეების სახელწოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური კალენდრის თვეების სახელები [2]:

თვის ნომერი სახელი დღეების რაოდენობა განმარტება თვეების ეტიმოლოგია/შენიშვნები[3]
1 ნავასარდ-ი ოცდაათი ახალი წელი ავესტურიდან (*nava sarəδa)
2 ჰორი ოცდაათი ორი ქართულიდან (ორი)
3 საჰმი ოცდაათი სამი ქართულიდან (სამი)
4 ტრე ოცდაათი ზოროასტრიზმიდან (თირ-ი)
5 კაჰოც-ი ოცდაათი მარცვლეულის თვე ძვ. სომხურიდან ( քաղեմ (kʿałem) გულისხმობს "შეგროვებას". მომდინარეობს პროტო-ინდოევროპული ენიდან (*kʷl̥-))
6 არაც-ი ოცდაათი მკის თვე (შეესაბამება ქართულ მკათათვეს) ძვ. სომხურიდან արաց (aracʿ)[4], შეესაბამება ქართულ მკათათვეს
7 მეგეკან-ი ოცდაათი მითრას დღესასწაული ირანულიდან *mihrakān-; ზოროასტრულიდან Mitrō
8 არეგ-ი ოცდაათი მზის თვე ძვ. სომხურიდან (արեւ (arew), რაც გულისხმობს "მზე". იგი ასევე მომდინარეობს პროტო-ინდოევროპული ენიდან და იგივე მნიშვნელობა აქვს (*h₂rew-i-))
9 აჰეკან-ი ოცდაათი ცეცხლის დღესასწაული ირანულიდან (*āhrakān-); ზოროასტრიზმიდან (ცეცხლთაყვანისმცემლობიდან) (Ātarō))
10 მარერი ოცდაათი შუა წელი (წლის შუა დრო) ავესტურიდან (maiδyaīrya); ზოროასტრიზმიდან (Dīn)
1 მარგაც-ი ოცდაათი
12 ჰროტიც-ი ოცდაათი შუასპარსული ენა (*fravartakān); ზოროასტრული (Spendarmat̰)
13 აველიაც-ი [5] ხუთი ზედმეტი, გადაჭარბებული

სომხურ კალენდარში, თვის ყოველ დღეს გააჩნა ცალკეული სახელწოდება. შემდეგი ცხრილი შეიცავს ჩვეულებრივი (იგულისხმება ოცდაათდღიანი სისტემის) თვის დღეების სახელწოდებებს:

თვის დღე დღის სახელი
1 არეგ-ი
2 გრანტ-ი
3 არამ-ი
4 მარგარ-ი
5 აგრანკ-ი
6 მაზდეხ-ი
7 ასთღიკ-ი
8 მიგრ-ი
9 ძოპაბერ-ი
10 მურც-ი
11 ერეზკან-ი
12 ანი
13 პარჰარ-ი
14 ვანატურ-ი
15 არამაზდ-ი
16 მანი
17 ასაკ-ი
18 მასისი-ი
19 ანაჰიტ-ი
20 არაგატს-ი
21 გრგურ-ი
22 ქორდუიკ-ი
23 ცმაკ-ი
24 ლუსნაკ-ი
25 ცრონ-ი
26 ნპატ-ი
27 ვაჰაგნ-ი
28 სიმ-ი
29 ვარაგ-ი
30 გიშერავორ-ი

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სადაც "-ი", იქ არის ქართული სახელობითი ბრუნვის სუფიქსი (სადაც "ი" წერია, ის სიტყვის ფუძეა და არ სჭირდება დამატება).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stephen Chrisomalis, Numerical Notation: A Comparative History, Cambridge University Press, 2010. — გვ. გვ.175 — 486, ISBN 0521878187. დაარქივებული აპრილი 20, 2014 საიტზე Wayback Machine არქივირებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-20. ციტირების თარიღი: 2018-10-01
  2. ონლაინ-კალკულატორი: ძველსომხური კალენდარი (Онлайн калькулятор: Древнеармянский календарь) (რუსული). ციტირების თარიღი: 2020-11-05.
  3. L. H. Gray, "On Certain Persian and Armenian Month- Names as Influenced by the Avesta Calendar," JAOS 28 (1907), გვ. 339.
  4. "Hin Haykakan Tomar". haytomar.com.

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]