სიდნეი შელდონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიდნეი შელდონი
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1917
დაბადების ადგილი შტატი ილინოისი, ქალაქი ჩიკაგო
გარდაცვალების თარიღი 30 იანვარი, 2007
გარდაცვალების ადგილი შტატი კალიფორნია
ფსევდონიმი სიდნეი შელდონი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი
პერიოდი 1970 - 2007
ჟანრი დედექტიური

სიდნეი შელდონი, სიდნი შეხტელი (დ. 11 თებერვალი, 1917, ილინოისი, ჩიკაგო — გ. 30 იანვარი, 2007, კალიფორნია) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი, რომლის ნამდვილი სახელი სიდნი შეხტელია, 1917 წლის 11 თებერვალს ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში, ებრაელების ოჯახში დაიბადა.

მისი კარიერა 1937 წელს ჰოლივუდში დაიწყო, სადაც ფილმებისთვის სწერდა სცენარებს და თავის დროზე კომედიური სცენარისთვის „ოსკარიც“ მიიღო. 1941 წელს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურების შემდეგ შელდონი სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, ბროდვეის დადგმებისთვის მუსიკას წერდა და კინოსტუდიებისთვის სცენარებზე მუშაობასაც აგრძელებდა.

შელდონმა რომანების წერა გვიან დაიწყო. მისი პირველი ნაწარმოები - „ნიღაბჩამოხსნილი სახე“ 1970 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ავტორი 53 წლის იყო. ნაწარმოები ძალიან მალე იქცა ბესტსელერად. იმ დროისათვის სიდნეი ტელესერიალების წარმატებული პროდიუსერი და ცნობილი სცენარისტი იყო. საკუთარ სამწერლებო კრედოს იგი მოკლედ განსაღვრავდა: „მინდა, რომ მკითხველმა ჩემი ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს და გვერდზე არ გადადოს“. მისი წიგნების რეცეპტიც მარტივია: დეტექტიური ინტრიგა, სიმპათიური გმირები, მელოდრამული პასაჟები. ბესტსელერებად გცეული მისი დეტექტიური რომანები 180-ზე მეტ ქვეყანაში, 51 ენაზეა ნათარგმნი და მისი წიგნების ტირაჟები მილიონობით განისაზღვრება.

მწერალს სიცოცხლეშივე დიდი აღიარება ექვია, შელდონი 89 წლის ასაკში, 2007 წელს, კალიფორნიაში, თავის მდიდრულ რანჩოზე გარდაიცვალა.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 3, თბილისი, 2010.