ქორონიკონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქორონიკონიVI საუკუნეში ქრისტიანულ სამყაროში შემოღებული წელთსათვალავი. მისი ყოფილი ციკლი („მოქცევა“ ) შეიცავს 532 წელიწადს, რომელიც მზის (28 წელიწადი) და მთვარის (19 წელიწადი) წრეთა ნამრავლითაა მიღებული (28X19=532). ყოველ ახალ მოქცევაში მეორდება მთვარის ასაკი, თვისა და კვირის დღეთა თანმიმდევრობა. წელთაღრიცხვის ქორონიკული სისტემით სარგებლობის მიზანი პასექის (აღდგომის) მოარული დღესასწაულის წინასწარი გამოთვლაა და ამდენად მასში წლის დასაწყისად მარტია მიღებული.

ქორონიკონი საქართველოში პირველად VIII საუკუნის 80-იან წლების დასაწყისიდან გამოიყენეს. მისი XIII მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია. აქედან გამომდინარე, წელთაღრიცხვის აღნიშნული სისტემა 5604-წლიან ქართულ ეროვნულ ერაზეა დამყარებული.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ერა და ეორტალოგიური წელიწადი, «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5-6;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]