რამაზ ნოზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამაზ ნოზაძე (დ. 16 ოქტომბერი, 1983, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 96 კგ). ათენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (2004), მსოფლიოს ჩემპიონი (2007) და მესამე პრიზიორი (2003), ევროპის ორგზის ჩემპიონი (2003, 2007) და მესამე პრიზიორი (2008), მსოფლიოს თასის ორგზის (2003, 2004) და ევროპის თასის მფლობელი (2004). მსოფლიოსა (2003) და ევროპის (2003) ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
2003 ევროპის ჩემპიონატი ბელგრადი, სერბია და ჩერნოგორია -96 კგ 1st
2003 მსოფლიო ჩემპიონატი კრეტეი, საფრანგეთი -96 კგ 3rd
2004 ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშები ათენი, საბერძნეთი -96 კგ 2nd
2007 ევროპის ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი -96 კგ 1st
2007 მსოფლიო ჩემპიონატი ბაქო, აზერბაიჯანი -96 კგ 1st
2008 ევროპის ჩემპიონატი ტამპერე, ფინეთი -96 კგ 3rd

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]