ზემო აფხაზეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზემო აფხაზეთი

კოდორის ხეობა, ასევე ზემო აფხაზეთი — მდინარე კოდორის ხეობა აფხაზეთში, რომელიც დე ფაქტო გამყოფ ზოლს წარმოადგენს საქართველოს იურისდიქციის გარეთ მყოფი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ საქართველოს შორის. 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე ხეობა აფხაზეთის ერთადერთი ნაწილი იყო, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა.

კოდორის ხეობა დაახ. 60 კმ-ზე იჭიმება სოხუმიდან სამხრეთით 30 კმ-ში. მდ. კოდორი 1994 წლის ომის შეწყვეტის შეთანხმებით გამყოფი ზოლი იყო აფხაზ და ქართველ ძალთა სამხერდო ტექნიკისთვის. გალის სექტორთან ერთად ეს რეგიონი ერთ-ერთ ყველაზე ფეთქებადსაშიშ რაიონად ითვლება აფხაზეთში.

გაეროს 937-ე რეზოლუციით 1994 წელს საქართველოში გაეროს დამკვირვებელ მისიას კოდორის ხეობაში დაეკისრა ორი მისია: 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ხეობიდან გამოყვანის მონიტორინგი; 2. კოდორის ხეობის რეგულარული პატრულირება.

2006 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანებულება კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთად წოდებისა.

2008 წლის აგვისტოში ზემო აფხაზეთი დაკავებული იქნა რუსეთის საოკუპაციო ნაწილების მიერ.