გერჰარდ ერტლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერჰარდ ერტლი

გერჰარდ ერტლი (გერმ. Gerhard Ertl; დ. 10 ოქტომბერი, 1936, შტუტგარტი) — მაქს პლანკის საზოგადოების ფრიც ჰაბერის ინსტიტუტის ხელმძღვანელი (1986-2004), ამჟამად საპატიო პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში 2007 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა შტუტგარგში. 1955-57 წლებში სწავლობდა შტუტგარტის ტექნიკური უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის უნივერსიტეტში (1957-58) და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტში (1958-59).

ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ მუშაობას იწყებს მიუნხენის ტექ. უნივერსიტეტში (1965-68). 1968-73 წლებში ჰანოვერის ტექ. უნივერსიტეტის პროფესორი და დირექტორია. 1970-იან და 80-იან წლებში ლექციებს კითხულობს ლუდვიგ მაქსიმილიანის სახ. ფიქიკური ქიმიის უნივერსიტეტში მიუნხენში, შემდეგ კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]