სიმონ დე მონფორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონ დე მონფორი, გრაფი ლესტერი

სიმონ დე მონფორი (დ. 1208, მონფორი, ილ-დე-ფრანსი — გ. 4 აგვისტო, 1265, ივშემი) — ინგლისის პოლიტიკური, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. საპარლამენტო წყობილების ფუძემდებელი. 1230 წელს საფრანგეთიდან გადასახლდა ინგლისში. 1238 წელს ცოლად შეირთო ინგლისის მეფის ჰენრი III-ის უმცროსი და ალიენორი. იყო პრინც ედუარდის აღმზრდელი. 1248 წელს დაინიშნა აკვიტანიის მმართველად. თავდაპირველად ემხრობოდა სამეფო პარტიას, მოგვიანებით, 1254 წელს, სათავეში ჩაუდგა ბარონთა ოპოზიციას. ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მეფის მომხრეებზე (1264 წლის 14 მაისი, ლუისის ბრძოლა), ტყვედ იგდო ჰენრი III, მისი ძმა რიჩარდი და პრინცი ედუარდი, როგორც პროტექტორი, მონფორი, არსებითად, დიქტატორად იქცა, მოიწვია პირველი პარლამენტი (შეიკრიბა 1265 წლის 20 იანვარს), რითაც საფუძველი ჩაუყარა ინგლისში წოდებრივ წარმომადგენლობას. ასეთმა პოლიტიკამ მონფორს აუმხედრა ბარონთა დიდი ნაწილი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ტყვეობიდან გაქცეული მეფის ძე ედუარდი. მონფორი დამარცხდა და დაიღუპა ივშემის ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]