ტრანსპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქალაქთაშორისო ექსპრესი გერმანიაში

ტრანსპორტი (ლათ. trans - გადაღმა, და portare - ზიდვა) — ერთობლიობა საშუალებების, რომელთა დანიშნულება ადამიანების, ტვირთის და ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანაა. სატრანსპორტო ინდუსტრია სამ მთავარ კომპონენტად იყოფა: ინფრასტრუქტურად, მანქანებად და მართვად. ინფრასტრუქტურა მოიცავს ტრანსპორტისთვის საჭირო უძრავ კონსტრუქციებს, მათ შორის საავტომობილო გზებს, რკინიგზებს, საჰაერო გზებს, არხებს, სადენებს ან ტერმინალებს, როგორიცაა აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და საზღვაო სადგურები. მანქანები, რომლებიც ამ ქსელში მოძრაობს არის ავტომობილები, ავტობუსები, მატარებლები, თვითმფრინავები და სხვა. ხოლო მართვა მოიცავს ამ მანქანებისა და კონსტრუქციების ოპერირებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორიცაა ფინანსირება, პოლიტიკა და იურიდიული მომსახურება.

განასხვავებენ მიწისზედა, წყლის და საჰაერო ტრანსპორტს. მიწისზედა ტრანსპორტში იგულისხმება სარკინიგზო ტრანსპორტი, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტი, წყლის ტრანსპორტში - საზღვაო და სამდინარო, საჰაეროში - საავიაციო ტრანსპორტი.

დანიშნულების მიხედვით ტრანსპორტი იყოფა საერთო (რომელიც ემსახურება მოსახლეობას), არასაერთო (შიდასამრეწველო გადაზიდვები) და პირადი სარგებლობის ტრანსპორტად.

ზოგადი ტერმინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაზიდვები - ლოგისტიკა - მგზავრი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი - სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა - ტვირთი - ტვირთბრუნვა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აეროდრომი - აეროპორტი - ავტომაგისტრალი - ავტოსადგომი - არხი - გაზსადენი - გვირაბი - ვაგზალი - მდინარე - ნავთობსადენი - ნავსადგომი - პორტი - რკინიგზა - ტერმინალი - ქუჩა - ხიდი

სატრანსპორტო საშუალებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაზიდვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაზიდვებიტვირთის ან მგზავრთა გადაადგილება სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებით.

არსებობს სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვა. ის ხორციელდება რკინიგზის, საავტომობილო, საზღვაო, სამდინარეო, საჰაერო, საჭაპანო და მილსადენი ტრანსპორტით. გადაზიდვაში მონაწილეობას იღებენ აგრეთვე ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის ტერიტორიულ-სამეურნეო ერთეულები, ქვედანაყოფები (რკინიგზის განყოფილებები, სამდინარეო, სანაოსნო, საზღვაო სანაოსნო, სამოქალაქო ავიაციის ტერიტორიული სამმართველოები და სხვა). არსებობს სხვადასხვა სახის გადაზიდვა.

  • ადგილობრივი გადაზიდვა ერთი ტერიტორიის სამეურნეო ქვედანაყოფის ფარგლებში ხორციელდება (მაგ., რკინიგზის ერთსა და იმავე განყოფილებაში შემავალ სადგურებს შორის, ერთ სანაოსნოში შემავალ სადგურებს შორის და სხვა).
  • პირდაპირ გადაზიდვებში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ტერიტორიულ-სამეურნეო ქვედანაყოფი.
  • შერეულ გადაზიდვაში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ტერიტორიულ-სამეურნეო ქვედანაყოფი და სხვა სახეობის ტრანსპორტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]