ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)
| ალექსანდრე II | |
| იმერეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1484 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 1510 |
| წინამორბედი: | ბაგრატ II |
| მემკვიდრე: | ბაგრატ III |
| დაბ. თარიღი: | ? |
| გარდ. თარიღი: | 1510 წლის 1 აპრილი |
| მეუღლე: | თამარი |
| შვილები: | 1.ბაგრატ III 2.დავითი 3.ვახტანგი 4.გიორგი 5.დიმიტრი |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ბაგრატ VI |
| დედა: | ელენე |
ალექსანდრე II (გ. 1510), იმერეთის მეფე (1484-1510). ბაგრატ VI-ის ძე. მამის გარდაცვალების (1478) შემდეგ მან ვერ შეძლო იმერეთში გამეფება ოპოზიციურად განწყობილი მთავრების (შარვაშიძე, დადიანი, გურიელი, გელოვანი) წინააღმდეგობის გამო. ამით ისარგებლა ქართლის მეფემ კონსტანტინე II-მ (1479-1505) და ხელთ იგდო იმერეთის ტახტი. 1484 ალექსანდრე II-მ შეძლო მცირე ხნით დაუფლებოდა მამისეულ ტახტს, მაგრამ ქართლის მეფე ლიხთ-იმერეთს არ თმობდა. მხოლოდ 1488 წელს სძლია ალექსანდრე II-მ საბოლოოდ კონსტანტინეს და დადიან-გურიელიც შემოირიგა, შემდეგ კი თვითონ დაიწყო ბრძოლა ქართლის შემოსაერთებლად. 1509 წელს აიღო გორი და ჩრდილოეთ-დასავლეთ ქართლში გაბატონდა. მაგრამ ქართლ-იმერეთის გაერთიანების გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ოსმალთა შემოსევამ აიძულა იგი ქართლისათვის თავი მიენებებინა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967;
- ქსე, ტ. 1, გვ. 292, თბ., 1975
| წინამორბედი: ბაგრატ II |
იმერეთის მეფე 1484 - 1510 |
შემდეგი: ბაგრატ III |
|
|||||||||||
სტატიის